მაკარონი ქათმითა და ცხარე სოუსით
fpaparazzi სპაგეტის მომზადების კიდევ ერთ, ძალიან საინტერესო ვარიანტს წარმოგიდგენთ - მარტივი, სწრაფი და გემრიელია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 3 ს/კ ზეთი
- 3 ცალი ქათმის ფილე
- 1 ცალი წითელი წიწაკა
- 1 მწვანე ხახვი
- 1 ცალი ყვითელი წიწაკა
- 1 თავი ხახვი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ შავი პილპილი
- 1 ს/კ ქონდარი
- 1 ს/კ ნივრის ფხვნილი
- 5 ჭიქა რძე
- 4 ჭიქა მაკარონი პენე
- 1 ჭიქა გახეხილი ყველი
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ტაფაში ზეთი.
- დაუმატეთ გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე და ხრაკეთ, სანამ ხორცი ბოლომდე არ მ ომზადდება.
- ამოიღეთ ტაფიდან და ახლა მოხრაკეთ წიწაკები და ხახვი.
- დააბრუნეთ ქათმის ფილე ტაფაში, მოაყარეთ მარილი, წიწაკები, ქონდარი და ნივრის ფხვნილი, კარგად აურიეთ.
- დაასხით რძე და ჩაყარეთ მაკარონი, ურიეთ, სანამ მაკარონი ბოლომდე არ მოიხარშება. დაახლოებით 8-10 წუთი.
- ბოლოს დაუმატეთ გახეხილი ყველი, ამოურიეთ და გამორთეთ.
გემრიელად მიირთვით!