ლიმონის მუსი, რომელიც პირში დნება

ლიმონის მუსი, რომელიც პირში დნება
ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ფაფუკი, მომჟავო-მოტკბო მუსი, ნამდვილი შვებაა. FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
წყალი- 2 ს.კ
ჟელატინი - 1ჩ.კ
კარაქი- 110 გ
შაქარი- ¾ ჭიქა
ლიმონის ცედრა- 3 ს.კ
ლიმონის წვენი- ½ ჭიქა
მწიკვი მარილი
კვერცხი- 6 ცალი
ცხიმიანი ნაღები- 1,5ჭიქა
შაქარი- 2 ს.კ
მომზადების წესი:
  1. საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ ჟელატინი, დაასხით წყალი და დატოვეთ 10 წუთით.
  2. ამასობაში, კარაქი გაადნეთ ქვაბში.
  3. შემდეგ კი დაუმატეთ შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი და ცედრა.
  4. კარგად აურიეთ და დაუმატეთ 6 კვერცხის გული.
  5. ათქვიფეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად კი ურიეთ.
  6. დაახლოებით 8-10 წუთის შემდეგ, მასა გასქელებას დაიწყებს და არავითარ შემთვევაში არ აადუღოთ, თორემ აიჭრება.
  7. როგორც კი მასა გასქელდება, შეურიეთ ჟელატინი.
  8. გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურამდე.
  9. ნაღები და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
  10. მასის ნახევარი დაუმატეთ მუსს და ფრთხილად მოურიეთ.
  11. გაანაწილეთ ჭიქებში და დარჩენილი ნაღები ზემოდან მოასხით.
  12. შედგით მაციავრში გასაცივებლად.

გემრიელად მიირთვით.