ყავის პანაკოტა

ყავის პანაკოტა
fpaparazzi საახალწლო დესერტის შესანიშნავ იდეას გთავაზობთ. ჩაინიშნეთ.

საჭირო მასალა:
  • 150 მლ რძე
  • 180 მლ არაჟანი ან ნაღები 33 %-იანი
  • 4 ჩ/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ ხსნადი ყავა
  • 1 კვერცხის გული
  • 20 გ ჟელატინი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი


მომზადების წესი:
1. ჟელატინი გახსენით 1 ს/კ წყალში და გააჩერეთ, რომ გაფუვდეს.
2. რძე ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ყავა და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე.
3. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად ხელის ზამბარით და დაუმატეთ ცხელი რძე. არ შეწყვიტოთ თქვეფა.
4. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხზლე და ისე, რომ გამუდმებით ურიოთ, შეაცხელეთ. არ მიიყვანოთ ადუღებამდე. როცა მასა გასქელებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გახსენით მასში ჟელატინი. გააჩერეთ, რომ გაცივდეს.
5. გაცივებულ მასას დაუმატეთ არაჟანი (ან ნაღები) და კარგად აურიაეთ. გაანაწილეთ მიღებული მასა ფორმებში, ან ჭიქებში და შედგით მაცივარში 5 საათით.
6. შეგიძლიათ გააფორმოთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით.
გემრიელად მიირთვით