ვაშლის მარმელადი ბავშვებისთვის
fpaparazzi ბავშვებისთვის უგემრიელესი მარმელადის მომზადების რეცეტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. ჟელატინს დაასხით წვენი და აცადეთ აფუება
2. თეფშზე გახეხეთ ლიმონის ცედრა
3. ქვაბში ჩაყარეთ 2 ჭიქა შაქარი და დაასხით წყალი. დაუმატეთ ლიმონის ცედრა. აცადეთ შაქარს გადნობა
4. მას შემდეგ რაც შაქარი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ აფუებული ჟელატინი.
კარგად აურიეთ
5. მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და შედგით რამდენიმე საათით მაცივარში.
6. სასურველია მთელი ღამით დატოვოთ. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ვაშლის წვენი- 0,5 ჭიქა
- შაქარი- 2ჭიქა
- ლიმონის ცედრა-2ს.კ
- ჟელატინი- 20გ
- წყალი- 100მლ