მარწყვი ნაღების ჟელეში

მარწყვი ნაღების ჟელეში
fpaparazzi კიდევ ერთ დესერტზე გეპატიჟებათ. მოამზადეთ ეს ბლანმანჟე, სანამ მარწყვის სეზონია.
ინგრედიენტები
  • მარწყვი 400 გ
  • რძე 450 მლ
  • ნაღები 300 მლ
  • კვერცხის გული 8 ცალი
  • შაქარი 150 გ
  • ჟელატინი 1,5 ს/კ
  • პიტნა მოსართავად

მომზადების წესი:
დაალბეთ ჟელატინი 70 მლ რძეში 15 წუთით. შემდეგ შეათბეთ ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე და განაგრძეთ თქვეფა.
დადგით ქვაბით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. დაგჭირდებათ დაახლოებით 10 წუთი. გადმოდგით გაზიდან და დაუმატეთ ჟელატინიანი რძე, ურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. გააგრილეთ 30 წუთის განმავლობაში, თან პერიოდულად ურიეთ.
ათქვიფეთ ჩაციებული ნაღები მკვრივი მასის მიღებამდე და ფრთხილად, ხის ნიჩბით შეურიეთ კრემს.
მარწყვი გაარჩიეთ და დაჭერით (თუ პატარაა მარწყვი, ნუ დაჭრით), დაუმატეთ კრემს და აურიეთ.
გაანაწილეთ მიღებული მასა კერამიკის ან მინის ბოკლებში, გადააკარით საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში 4 საათით.
სუფრასთან მიიტანეთ ცივ-ცივი, მორთეთ პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით.