ნაღებისა და ჟოლოს ტორტი-სუფლე!

ნაღებისა და ჟოლოს ტორტი-სუფლე!
fpaparazzi საოცარი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ. ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
  • ფქვილი 40 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 60 გ
  • კაკაო 2 ს/კ
  • გამდნარი კარაქი 1 ს/კ
  • გამაფხვიერებელი 1/3 ჩ/კ

თეთრი მუსისთვის:
  • 200 მლ 33 %-იანი ნაღები
  • 500 გ მარსკარპონე
  • 3 ჩ/კ ჟელატინი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 100 მლ წყალი
  • 3 ს/კ ნებისმიერი ლიქიორი

ჟოლოს ჟელე:
  • 500 გ ჟოლო
  • 4 ს/კ შაქარი
  • 100 მლ წყალი
  • 3 ჩ/კ ჟელატინი

დასანამად:
  • 100 მლ ჟოლოს მზა სიროფი
  • 2 ს/კ ცხელი წყალი
  • ჟოლო, პიტნა, შოკოლადი მოსართავად

მომზადება:
  1. დაალბეთ ჟელატინი წყალში შეფუთვაზე მითითებული წესით. ჟოლო და შაქარი ათქვიფეთ ბლენდერით, შემდეგ კი გაატარეთ საცერში.
  2. დამბალი ჟელატინი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ძალიან დაბალ ცეცხლზე ისე, რომ არ აადუღოთ. შეურიეთ ჟოლოს წვენს.
  3. გადაიტანეთ სუფლე მრგვალ 12 სმ დიამეტრის ფორმაში და შედგით მაცივარში სანამ ბოლომდე არ გამაგრდება.
  4. ბისკვიტისთვის: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.
  5. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის მასას. დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ.
  6. გადაიტენეთ ცომი კარაქწასმულ 16-18 სმ დიამეტრის ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და გააცივეთ ცხაურზე.
  7. მუსისთვის: ჟელატინი დაალბეთ შეფუთვაზე მითითებული წესით. ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები, შაქრის პუდრა და ლიქიორი დაბალი სიჩქარეით. ჟელატინი შეათბეთ და შეურიეთ მუსს ნელ-ნელა.
  8. ახლა ააწყვეთ ტორტი: დასაშლელი ფორმის ძირში დადეთ დანამული ბისკვიტი, ზემოდან გაანაწილეთ მუსის ნახევარი.
  9. შედგით რამდენიმე საათით მაცივარში, სანამ მუსი არ შედგება. გადმოიღეთ ფორმიდან გაყინული ჟოლოს ჟელე და დაადეთ გამაგრებულ მუსს, ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი მუსი და შედგით მთელი ღამით მაცივარში.
  10. მორთეთ სურვილისამებრ: ცოცხალი ჟოლოთი, პიტნითა და შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!