ფარშირებული ქამა სოკო

ფარშირებული ქამა სოკო ძალიან სწრაფად მზადდება და უგმრიელესია. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-მა ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
  • 10-12 ცალი დიდი ქამა სოკო
  • 50გ მაგარი ყველი
  • 1 საშუალო ზომის პომიდორი
  • 2-3 ცალი მწარე წიწაკა
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • 1ჩ.კ მარილი
  • 0,5 ჩ.კ დაფქული წიწაკა
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:
  1. სოკო კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავები და გაასუფთავეთ.
  2. შეგიძლიათ კოვზით რბილობიც გამოაცალოთ, რომ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი დარჩეს გულსართის ჩასადებად.
  3. ოხრახუში, წიწაკა და კანგაცლილი პომიდორიც წვრილად დაჭერით.
  4. ყველაფერი ჩაყარეთ ერთ ჯამში.
  5. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ზეთუნის ზეთი, შემდეგ კი აურიეთ. გულსართი მზადაა.
  6. ქამა სოკოს ქუდები დააწყვეთ ფორმაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
  7. სანამ სოკო შეიწვება, გახეხეთ ყველი.
  8. 15 წუთის შემდეგ სოკოს ქუდებში მოათავსეთ გულსართი, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 10 წუთით.
  9. სოკო მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარ კარტოფილთან ერთად.

გემრიელად მიირთვით.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა