სოკოთი ფარშირებული კარტოფილი ლორით

სოკოთი ფარშირებული კარტოფილი ლორით
fpaparazzi წარმოგიდგენთ კარტოფილის განსხვავებულად მომზადების წესს.
საჭირო მასალა:
  • 4 კარტოფილი
  • 4 ლორის ფირფიტა
  • 1 თავი ხახვი
  • 4 დიდი ზომის ქამა სოკო
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
  1. გაფცქვენით კარტოფილი და მოხარშეთ მარილწყალში ნახევრად.
  2. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით.
  3. ქამა სოკო გარეცხეთ და დაჭერით.
  4. ქამა სოკო გარეცხეთ და დაჭერით.
  5. სოკო მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში.
  6. ცალკე მოხრაკეთ ხახვი და შეურიეთ სოკოს.
  7. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  8. ამოჭერით თითოეული კარტოფილიდან გული.
  9. ამოავსეთ კარტოფილი მოხრაკული სოკოთი.
  10. ფარშირებულ კარტოფილს წაუსვით გარედან ოდნავ ზეითუნის ზეთი, შემოახვიეთ ლორის ფირფიტა და დაამაგრეთ ხის ჩხირით.
  11. კარტოფილები მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი.
  12. სუფრაზე მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!