ღუმელში მომზადებული ქამა სოკო ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯეიმი ოლივერის რეცეპტით
fpaparazzi ცნობილი შეფ-მზარეულის რეცეპტს გთავაზობთ. ასე მომზადებულ ქამა სოკოს პიკანტური და განსაკუთრებული გემო აქვს.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქამა სოკო 10 ცალი
- წიწაკა ჩილი 1-1,5 სმ-აანი ნაჭერი
- ნიორი 1 კბილი
- დაჭრილი ოხრახუში 2-3 ს/კ
- მარილი გემოვნებით
- ლიმონის წვენი 1 ს/კ
- ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
- მაგარი სახეობის ყველი 30 გ
მომზადება:
- წიწაკა ჩილი დაჭერით წვრილად, ნიორი - დაჭყლიტეთ.
- დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
- მიღებული სოუსი წაუსვით გარეცხილ და გამშრალ ქამა სოკოს და გააჩერეთ 30 წუთი.
- ყველი დაჭერით პატარა კუბიკებად, მოათავსეთ ქამა სოკოს თითოეულ ქუდში.
- დაალაგეთ ლითონის ფირფიტაზე სოკო და აცხვეთ 15-20 წუთი 200 გრადუს ტემპერატურაზე.
გემრიელად მიირთვით!