უსწრაფესი სადილი ქამა სოკოთი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც სამეფო კერძი

უსწრაფესი სადილი ქამა სოკოთი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც სამეფო კერძი
ქამა სოკოთი უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეგიძლიათ. მაგრამ მწყერის კვერცხით მომზადებული ქამა სოკო, ალბათ არასოდეს გაგისინჯავთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ კერძი ადვილად მოსამზადებელი, სასარგებლო და ძალიან გემრიელია, აუცილებლად უნდა სცადოთ.

საჭირო მასალა:

  • ქამა სოკო 10 ცალი
  • მწყრის კვერცხი 10ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • მწვანილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • კარაქი 100 გ
  • მაგარი ყველი 40 გ
  • არაჟანი 1ს/კ
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. სოკო კარგად გარეცხეთ და მოაცილეთ ქუდები. დარჩენილი ნაწილი კი ძალიან წვრილად დაჭერით შეწვით მცენარეულ ზეთთან და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი, შემდეგ არაჟანი და მოთუშეთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
2. კარაქი გაადნეთ და მასში სათითაოდ ამოავლეთ სოკოს „ქუდები“. შემდეგ კი დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე. თითოეულ სოკოში მოათავსეთ გულსართი, გახეხილი ყველი და მწყერის კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
3. გამოსაცხობი ფორმა მოათავსეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
4. მას შემდეგ რაც სოკო მზად იქნება, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით.