ჟულიენი ქამა სოკოთი

ჟულიენი ქამა სოკოთი
Facepaparazzi - ი სადღესასწაულოდ უგემრიელესი კერძის რეცეპტს გთავაზობთ- ჟულიენის ეს რეცეპტი არავის დაგტოვებთ გულგრილს.

საჭირო მასალა:
  • 500-600გ ქამა სოკო
  • 3 თავი ხახვი
  • 150გ კარაქი
  • 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 500 მგ არაჟანი
  • 100გრ მაგარი ყველი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით თხლად
2. ხახვი დაჭერით პატარა კუბებად, ხოლო ყველი გახეხეთ.
3. ხახვი მოთუშეთ ზეთში და დაუმატეთ სოკო. როდესაც მოითუშება, დაუმატეთ 2ს.კ ფქვილი და კარგად აურიეთ.
4. რამდენიმე წუთი თუშეთ, შემდეგ კი დაუმატეთ არაჟანი. თუ მასა სქელი გამოვიდა, გაათხელეთ რძით. მასა არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს.
5. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით.

გემრიელად მიირთვით!