დღის რეცეპტი: ნაზი ბლინები ხაჭოს გულსართით

დღის რეცეპტი: ნაზი ბლინები ხაჭოს გულსართით
fpaparazzi გირჩევთ, რაც უფრო ცხიმიან იქნება ხაჭო, მით მეტად გემრიელი გამოვა ბლინები.
საჭირო მასალა:
  • 250 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 150 გ რძე 3,5 %-იანი
  • 1 ს/კ ზეთი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,2 ჩ/კ სოდა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • ზეთი შესაწვავად

გულსართისთვის:
  • 400 გ ხაჭო 5-18 %-ის ცხიმიანობით
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 50 გ ქიშმიში
  • 2 ს/კ ვანილის შაქარი

მომზადების წესი:
გულსართისთვის ქიშმიშს დაასხით ადუღებული წყალი 15-20 წუთით. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გააშრეთ. ხაჭოს შეურიეთ ვანილის შაქარი და არაჟანი და დააბლენდერეთ. დაუმატეთ ქიშმიში და აურიეთ.
ბლინებისთვის გაცერით ფქვილი, ჩაყარეთ ცეცხლგამძლე ჯამში, შეურიეთ სოდა და მარილი, დაუმატეთ შაქარი, აურიეთ. ჩაასხით 250 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი და რძე, კარგად ათქვიფეთ, რომ არ დარჩეს კორკოშელები. დადგით ცეცხლზე 100 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაასხით მასში ბლინის ცომი. ურიეთ ჩქარ-ჩქარა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ზეთთან ერთად და ჩაუამტეთ ცომში. კვლავ კარგად აურიეთ.
კარგად გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ზეთი მხოლოდ პირველი ბლინის გამოცხობის წინ და გამოაცხვვვეთ თხელი ბლინები საშუალო ცეცხლზე ერთი მხრიდან. მეორე მხარე, კარგად უნდა გამოშრეს. გააგრილეთ ფენები, დადეთ სამუშაო მაგიდაზე შემწვარი ფენით ზემოთ და კიდეზე დადეთ კოვზით ხაჭოს გულსართი. დაახვიეთ რულეტივით, ან დაკეცეთ კონვერტივით. შეწვით ბლინები ზეთში, სანამ არ დაიბრაწება ორივე მხრიდან. მიირთვით ცხელ-ცხელი.