ნაზი, მსუბუქი და უგემრიელესი ხაჭოს დესერტი, ე.წ. “ლვოვური სირნიკი”
fpaparazzi წარმოგიდგენთ უგემრიელესი, სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტს, რომელიც თამამად შეგიძლიათ მოამზადოთ საუზმისთვის, ოღონდ აუცილებლად წინა დღეს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 500 გ ხაჭო
- 4 კვერცხი
- 200 გ შაქარი
- 1 ს/კ ლიმონის ცედრა
- 130 გ კარაქი
- 40 გ ქიშმიში
- 1 ს/კ მანის ბურღული
- 2 ს/კ კაკაო
მომზადების წესი:
- საცერში გაატერეთ ხაჭო. ათქვიფეთ 150 გ შაქარი კვერცხის გულთან ერთად.
- დაუმატეთ მანის ბურღული, ქიშმიში, ლიმონის ცედრა, 100 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი.
- შემდეგ დაუმატეთ ხაჭო და ყველაფერი კარგად აურიეთ.
- ათქვიფეთ კვერცხის ცილა ბეზეს კონსისტენციის მიღებამდე.
- ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილი ცილა ხაჭოს მასას და კარგად აურიეთ.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- დააფინეთ გამოსაცხობ ფორმაზე პერგამენტი, შეგიძლიათ წაუსვათ ცოტა კარაქი და მოაყაროთ ფქვილი.
- გადაიტანეთ მიღებული ხაჭოს მასა ფორმაში და აცხვეთ 45 წუთი.
- მოამზადეთ მინანქარი. პატარა ქვაბში გაადნეთ 1 ს/კ კარაქი, 2 ს/კ შაქარი, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, თან ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ 3 ს/კ არაჟანი და 2 ს/კ კაკაო. ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
- გამომცხვარი ხაჭოს მასა გააგრილეთ, შემდეგ მოასხით ცხელი მინანქარი. შედგით დესერტი მაცივარში მთელი ღამით.
გემრიელად მიირთვით!