ამ ცომით ბლინებს კი არა, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს გამოაცხობთ
ალბათ გსმენიათ ბლინის ცომის მომზადების ტექნიკაზე ბოთლში. ამით თავიდან იცილებთ ზედმეტი ჭურჭლის დასვრას, აკეთებთ დროის ეკონომიას და თანაც ძალიან მარტივი გზაა. ამ ყველაფერთან ერთად, ბოთლში მომზადებული ცომით შეგიძლიათ მაქმანებიანი ბლინები გამოაცხოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. 1,5 ლ-იანი პლასტმატის ბოთლი გარეცხეთ.
2. ჩაამაგრეთ ძაბრი. ჩაასხით ოთახის ტემპერატურის რძე (მხოლოდ ნაწილი), დაუმატეთ კვერცხი, ბოთლს დაახურეთ თავსახური და კარგად ათქვიფეთ.
3. დაუმატეთ დარჩენილი რძე, ჩაყარეთ შაქარი, შემდეგ კი ერთმანეთში არეული ფქვილი, სოდა და მარილი. კვლავ დაახურეთ ბოთლს თავსახური და ათქვიფეთ.
4. ბოლოს დაუმატეთ ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ.
5. ტაფა გააცხელეთ და ცომი ბოთლიდან დაასხით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
6. მაქმანებიანი ბლინები არაჩვეულებრივია 14 თებერვლისთვის. აუცილებლად სცადეთ.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- რძე 500 მლ
- მცენარეული ზეთი 50მლ
- შაქარი 1ს/კ
- სოდა 0,5 ჩ/კ
- ფქვილი 300-500 გ
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი 0,5 ჩ/კ