ხაჭოს და ხილის ბლანმანჟე

ხაჭოს და ხილის ბლანმანჟე
fpaparazzi უნაზესი, მსუბუქი და გემრიელი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 250 გ
  • რძე 0,5 ჭიქა
  • ჟელატინი 15 გ
  • ვანილის შაქარი 12 გ
  • არაჟანი 0,5 ჭიქა
  • შაქრის პუდრა 0,5 ჭიქა
  • ატმის კონსერვი 100 გ
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. ხაჭო და შაქრის პუდრა, არაჟანი, ლიმონის ცედრა და ვანილის შაქარი ათქვიფეთ ერთგვაროვანი, ფაფუკი მასის მიღებამდე.
  2. გახსენით თბილ რძეში ჟელატინი, ინსტრუქციაზე მოცემული წესის მიხედვით.
  3. დაჭერით ატამი პატარა ნაჭრებად. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხილი. ძალიან უხდება ანანასიც.
  4. დამბალი ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. არ აადუღოთ. თანაც შეუჩერებლად ურიეთ.
  5. შეურიეთ ბოლომდე გამდნარი ჟელატინი ხაჭოს მასას. დაუმატეთ ხილის ნაჭრები და აურიეთ.
  6. გადაიტანეთ მიღებული მასა სასურველ ფორმაში და მოათვსეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გამაგრდება.

გემრიელად მიირთვით!