ბლინის ღვეზელი ხაჭოთი და ჩირით- ბევრად გემრიელი სტანდარტულ დესერტებთან შედარებით

ბლინის ღვეზელი ხაჭოთი და ჩირით- ბევრად გემრიელი სტანდარტულ დესერტებთან შედარებით
ბლინები ყველას უყვარს. ისინი განსაკუთრებით გემრიელი იქნება თუკი ხაჭოთი, არაჟნითა და ჩირით, გემრიელ გულსართს მოუმზადებთ.
ღვეზელის გამოსაცხობად საჭიროა რომ 10-12 ბლინი გამოაცხოთ ნებისმიერი რეცეპტით.
საჭირო მასალა:
  • ხაჭო- 500გ
  • კვერცხი- 3 ცალი
  • ქიშმიში- 50გ
  • არაჟანი- 3ს.კ
  • შაქარი- 5ს.კ
  • ვანილი- 5გ
  • კურაგა- 50გ
მომზადების წესი:
  1. ხაჭო დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაუმატეთ 2ს.კ შაქარი, ვანილი ან ვანილის შაქარი, 1 კვერცხი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კურაგა და ქიშმიში
  2. თითოეულ ბლინს წაუსვით გულსართი და დაახვიეთ რულეტივით
  3. 2 კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და დარჩენილი შაქარი
  4. ბლინები ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ სპირალის მსგავსად, მოასხით არჟნის მასა და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

გემრიელად მიირთვით.