ორიგინალური ყველის სალათა

გასინჯეთ სალათა - ყველის, სოკოს, წიწაკისა და ხილის ორიგინალური შერწყმით! ის უგემრიელესია და საკმაოდ მარტივად მზადდება. ასეთი სალათა დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრასაც და დასვენების დღეებსაც. მოამზადეთ სიამოვნებით და დატკბით შედეგით!

ინგრედიენტები:
  • 200გ მყარი ყველი
  • 100გ ტკბილი წიწაკა
  • 100გ შამპინიონი
  • 2 ვაშლი
  • 1 ფორთოხალი


სანელებლებად:
  • იოგურტი
  • მდოგვი
  • თაფლი
  • ლიმონის წვენი
  • ფორთოხლის ცედრა


მომზადების წესი:
  1. ყველი, გასუფთავებული და გულგამოცლილი ვაშლი დაჭერით კუბებად.
  2. ახალგაზრდა შამპინიონები შეწვით და გაჭერით შუაზე.
  3. წიწაკას მოშორეთ გული და დაჭერით წრეებად
  4. გაასუფთავედ და დაყავით ნაჭრებად ფორთოხალი, ყოველი ნაჭერი გაჭერით შუაზე.
  5. მიქსერის დახმარებით შეურიეთ იოგურტი, მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი და ფორთოხლის ცედრა.
  6. შეაერთეთ სალათის ინგრედიენტები და მოასხით სოუსი.