ფორთოხლის სალათა ბაზილიკით

ფორთოხლის სალათა ბაზილიკით
fpaparazzi მარტივი და ძალიან გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტს გიზიარებთ.

მომზადების დრო: 15 წუთი
ულუფების რაოდნობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 153 კკალ

საჭირო მასალა:

  • ფორთოხალი
  • 150 გ ფინიკი
  • 0,5 ლიმონის წვენი
  • ხმელი ბაზილიკი 1 ს/კ
  • ყურძნის წვენი 200 მლ


მომზადების წესი:

  1. ფინიკი გარეცხეთ, გადაიტანეთ საწურზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის ორთქლზე 7 წუთის განმავლობაში.
  2. შემდეგ გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. რბილობი დაჭერით ნახევარწრეებად.
  3. ფორთოხალი გაფცქვენით, დაჭერით ძალიან თხელ წრეებად, ამოაცალეთ კურკები (თუ აქვს).
  4. მოსასხმელად ყურძნის წვენი და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთში პატარა ჯამში და ხარშეთ, სანამ პირველადი მოცულობიდან ერთი მესამედი არ დარჩება.
  5. დაუმატეთ ბაზილიკი, აურიეთ და გააგრილეთ.
  6. ფორთოხალი და ფინიკი გადაიტანეთ სასალათეში და მოასხით სოუსი.

გემრიელად მიირთვით!