ღორის წვნიანი ფილე ხრაშუნა ბეკონში ნაღების სოუსით

ღორის წვნიანი ფილე ხრაშუნა ბეკონში ნაღების სოუსით
ღორის მედალიონები ბეკონში საკმაოდ სწრაფად მზადდება, კარამელიზებული ვაშლი კი კერძს განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს. გპირდებით, რომ თქვენს სტუმრებს აუცილებლად მოეწონებათ!

ინგრედიენტები:
  • 160 გრ ღორის ხორცი
  • 80 გრ ბეკონი
  • 1 ცალი ვაშლი
  • 2 ჩ.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. კარაქი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 ს.კ. საფანელი
  • 20 გრ ყველი გორგონზოლა
  • 3 ს.კ. ნაღები
  • 1 ს.კ. შაქარი


მომზადება:


  1. გაჭერით ღორის ფილე ორ მედალიონად. შეახვიეთ ხორცი ბეკონის 2 სლაისში და დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
  2. გაჭერით შუაზე ვაშლი, მოაცილეთ გული, ამოჭერით 2-3 ნაჭერი და გადადეთ. დარჩენილი ნაწილი წვრილ კუბებად დაჭერით.
  3. ოდნავ შეწვით ღორის მედალიონები ორივე მხრიდან ზეთში. აიღეთ ხორცი და დარჩენილ ცხიმში დაუმატეთ კარაქი და მოთშეთ მასში ვაშლი და შაქარი.
  4. დაჭერით მწვანილი, შეურიეთ ნაღები, საფანელში და გორგონზოლა.
  5. საცხობის ფორმაში მოათავსეთ დაჭრილი ვაშლი, ზემოდად მოათავსეთ მედალიონები ბეკონში. წაუსვით მდოგვი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  6. შემწვარი ვაშლი გადაანაწილეთ საცხობ ფორმაზე მედალიონებთან. მედალიონებს მოასხით ნაღების ნაზავი.
  7. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-25 წუთით.