ვიტამინებით სავსე სალათა
ეს გემრიელი და სასარგებლო სალათა არაჩვეულებრივი გარნირია ნებისმიერი კერძისთვის. სალათა გათვლილია 4 პორციაზე.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრო 30 წუთი
კალორიოულობა- 112 კკ-ია.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- თალგამი- 2 ცალი
- ფორთოხალი- 1ცალი
- ვაშლის მურაბის წვენი- 2ს.კ
- ვაშლი- 2ცალი
- ძმარი- 2ს.კ
- თაფლი- 1ჩ.კ
- მდოგვი- 1ჩ.კ
- მცენარეული ზეთი- 6ს.კ
- ოხრახუში- 2 ტოტი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- თალგამი გათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ფორთოხალს წვენი გამოუწურეთ, დაუმატეთ შაქარი და გააკეთეთ დუჟინი. აცადეთ ცოტა ხანს გაგრილება, დაუმატეთ გახეხილი თალგამი და დატოვეთ 10 წუთით.
- ვაშლი გარეცხეთ, გააშრეთ, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკები. შემდეგ კი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად.
- სოუსისთვის ერთმანეთში აურიეთ თაფლი, ძმარი, მდოგვი და ზეთი. დაუმატეთ მდოგვი და ზეთი. შემდეგ კი მარილი და პილპილი. გააჩერეთ 5 წუთით.
- ოხრახუში გარეცხეთ და ფოთლები მოაშორეთ.
- სასალათეში ჩააწყვეთ დაჭრილი ვაშლი, სოუსი, გახეხილი თალგამი, ფორთოხლის წვენი და მორთეთ ოხრახუშით.
მომზადების დრო 30 წუთი
კალორიოულობა- 112 კკ-ია.
გემრიელად მიირთვით.