10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც ჩვენი სამყაროს შესწავლაში წარმოუდგენლად დიდი წილი მიუძღვის (10 ფოტო)

10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც ჩვენი სამყაროს შესწავლაში წარმოუდგენლად დიდი წილი მიუძღვის (10 ფოტო)
10. ლეიფ ერიკსონი

პირველი ევროპელი, რომელიც ესტუმრა ჩრდილოეთ ამერიკას, როგორც ჩანს იყო ევროპელი მკვლევარი ლეიფ ერიკსონი. მე-11 საუკუნეში იგი ასცდა კურს და მიადგა ქვეყნის სანაპიროს, რომელსაც მან "ვინლენდი" უწოდა. მიუხედავად, იმისა, რომ ზუსტად არ იყო ცნობილი, თუ სად მიცურა ერიკ რიჟევოს შვილმა, არქეოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს ვიკინგების მოსახლეობს აღმოჩენა ნიუფაინდლენდში (კანადა).



9. საკაგავეა

მერივერეზ ლუისი და ვილიამ კლარკი თავის ექსპედიციაში ამერიკის გარშემო ბოლომდე ეყრდნობოდნენ ცნობებსა და ორიენტაციებს, რომელიც მათ ინდოელმა გოგონამ სახელად საკაგავეამ მიაწოდა. საკაგავეამ ექსპედიციასთან ერთად 6 437 კილომეტრი გადალახა, თანაც ისე, რომ ხელში ახალშობილი ბავშვი ეჭირა. 1805 წელს მოგზაურობაში იგი შეხვდა მის დიდი ხნის წინათ დაკარგულ ძმას შოშონების ტომში.

10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც ჩვენი სამყაროს შესწავლაში წარმოუდგენლად დიდი წილი მიუძღვის (10 ფოტო)

8. ქრისტოფერ კოლუმბი

იტალიელი მქსოველის შვილი პირველად საზღვაო მოგზაურობაში 13 წლის ასაკში გაემგზავრა. ესპანეთის მმართველებმა საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ მას დაფინანსება შესთავაზა იმ პირობით, რომ კოლუმბი ახალ მიწებს აღმოაჩენდა და ხალხს ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კოლუმბის გემები ნინია, პიტნა და სანტა-მარია გაემგზავრა დასავლეთისკენ ინდოეთისკენ მიმავალი გზის აღმოსაჩენათ, თუმცა შემთხვევით ისინი 1492 წელს ბაჰამის კუნძულებზე, კუბაში აღმოჩნდნენ.



7. ამერიგო ვესპუჩი

მართალია კოლუმბმა პირველად იხილა და პირველად დადგა ფეხი ახალ კონტინენტზე, თუმცა სწორედ ამერიგო ვესპუჩის მიეწერება ახალი კონტინენტის აღმოჩენა, რომელსაც საკუთარი სახელი დაარქვა. კოლუმბისგან განსხვავებით ვესპუჩმა ზუსტად იცოდა, თუ რა აღმოაჩინა.



6. ჯეიმს კუკი

კამიტანმა ჯეიმს კუკმა გაცურა ყველაზე დიდი მანძილი აღმოსავლეთისკენ, ვიდრე მისმა წინამორბედმა მკვლევარებმა შეძლეს და დაამტკიცა, რომ ჩრდილო-დასავლეთ გასაცვლელი (საზღვაო გზა ატლანტიკისა და წყნარ ოკენეს შორის არქტიკის გავლით) გამოგონილი იყო. კუკმა გამოიკვლია და რუქაზე დაიტანა ავსტრალიისა და წყნარი უკეანის უამრავი კუნძულის საზღვრები.



5. უილიამ ბიბი

"იყო ბუნების მკვლევარი უკეთესია, ვიდრე იყო მეფე" - აი რა წარმოადგენდა უილიამ ბიბის ცხოვრების დევიზს. 1934 წელს მკვლევარმა გადაწყვიტა ამოუცნობი წყალქვეშა სამყაროს შესწავლა და ოკენეში 922 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა. მისი თქმით წყალქვეშა სამყარო არანაკლებ ამოუცნობი და უცნაური იყო, ვიდრე სამყაროში არსებული სხვა პლანეტები.


4. ჩაკ იეგერი

1947 წელს გენერალი ჩარლზ "ჩაკ" იეგერი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დაძლია ბგერის ბარიერი. მან 1952 წელს მოხსნა საკუთარი რეკორდი და გაიფრინა ბგერის სისწრაფეზე ორჯერ უფრო სწრაფად. იეგერმა ასევე წარმოუდგენლად დიდი საქმე გაუწია ამერიკელი კოსმონავტების განვითარებას და იქცა უამრავი ახალგაზრდა კოსმონავტის პირად ტრენერად. მისი სასწავლო პროგრამა "Gemini, Mercury и Apollo"_ს სახელწოდებითაა ცნობილი.



3. ლუიზა არნე ბოიდი

ლუიზა არნე ბოიდმა მიიღო "ყინულის ქალბატონის" ზედმეტსახელი, როდესაც აწარმოებდა კვლევებს გრელანდიაში. მყინვარების შესწავლის გარდა მან აღმოაჩინა წყალქვეშა მთათა სისტემა ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში. 1955 წელს იგი იქცა პირველ ქალბატონად, რომელმაც გადაუფრინა ჩრდილოეთ პოლუსს.

2. იური გაგარინი

პირველი ადამიანი, რომელიც შეიჭრა კოსმოსში, არ შეიძლება დაგვეტოვებინა ყურადღების გარეშე. პირველი კოსმოსური გაფრენა გრძელდებოდა 108 წუთს. სწორედ ეს პირველი გაფრენა უდევს საფუძვლად ახალი სამყაროს აღმოჩენასა და მის შესწავლას.



1. ანუნეშ ანსარდი

2006 წელს ანუნეშ ანსარი გახდა პირველი ქალბატონი, პირველი მუსლიმანი და პირველი ირანელი, რომელიც ესტუმრა კოსმოსს. ასევე ის გახლავთ პირველი ადამიანი, რომელიც აწარმოებდა საკუთარ ბლოგს კოსმოსიდან.