პოკაჰონტასის რეალური ისტორია: რატომ მიიღო ინდიელმა პრინცესამ ქრისტიანობა და გაემგზავრა ინგლისში
პრინცესა პოკაჰონტასი ყველასათვის ცნობილია, როგორც დისნეის მულტფილმის გმირი, რომელმაც შეყვარებულის - ევროპელი ჯონ სმიტის სიცოცხლე გადაარჩინა. სინამდვილეში, გოგონა 10 წლის იყო, როდესაც ინდიელებმა ინგლისელს მოკვლა დაუპირეს და არავითარი რომანტიკული ურთიერთობა მათ შორის არ ყოფილა. მაგრამ ცოლად იგი მართლაც ევროპელს გაჰყვა. პრინცესა 22 წლისა დაიღუპა და მისი საფლავი სამშობლოდან ათასობით კილომეტრში მდებარეობდა. როგორი იყო პოკაჰონტოსის არაზღაპრული ისტორია?
გოგონას ცხოვრებაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია შემოინახა, და ზოგიერთი მათგანი ძალზედ ურთიერთსაწინააღმდეგოა. მისი გამოსახულება არ არსებობს. პოკაჰონტოსი ზედმეტსახელია, რომელიც ”ოანავარს” ნიშნავს. გოგონას ნამდვილი სახელი მატოაკა იყო (”თეთრი ბუმბული”), ის უცხოტომელებისგან იმალებოდა. პოკაჰონტოსი დაახლოებით 1595 წელს ინდიელების ტომში დაიბადა და ტომის ბელადის საყვარელი შვილი გახლდათ.
1607 წელს ინდიელი ტომების მიწაზე ინგლისელები ჩამოსახლდნენ. ჯონ სმიტს სიკვდილით დასჯას უპირებდნენ ინდიელის მკვლელობისთვის, მაგრამ გოგონამ მამას სთხოვა, სმიტისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. მიღებული ჭრილობების გამო ჯონ სმიტი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. პოკაჰონტოსი დაშორებას განიცდიდა, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
1613 წელს პოკაჰონტოსი კოლონისტებმა მოიტაცეს ფულის გამოძალვის მიზნით. ერთი ვერსიით, მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ გოგონას აუპატიურებდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის გამოდიოდა შუამავლის როლში ინდიელებთან მოლაპარაკებებში, ცოტა ხანში კი ცოლად თამბაქოს პლანტატორს, ჯონ როლფს გაჰყვა ცოლად. ქმრის გამო მან ქრისტიანობაც კი მიიღო, მას შემდეგ პოკაჰონტასს რებეკა როლფი ერქვა. ამ ქორწინებამ ინგლისელებს საშუალება მისცა, ინდიელებთან მშვიდობა დაემყარებინა 8 წლით. 2 წლის შემდეგ კი პოკაჰონტოსი ქმართან ერთად ინგლისში გაემგზავრა. გამოცანად რჩება, ვინ იყო სინამდვილეში ის - მოღალატე თუ გმირი...
ინგლისში პოკაჰონტოსი მიიღეს, როგორც ”ვირჯინიის იმპერატრიცა”, გოგონამ იმიჯი შეიცვალა, შეისწავლა მაღალი საზოგადოების მანერები. მაგრამ ბედნიერება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა - 1 წლის შემდეგ პოკაჰონტოსი გარდაიცვალა, როგორც ამბობენ ან ტუბერკულოზით, ან პნევმონიით. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ინგლისელებმა მოწამლეს გოგონა, რომელიც სამშობლოში გამგზავრებას გეგმავდა, რათა გაეფრთხილებინა ინდიელები ინგლისელების განზრახვის შესახებ - გაენადგურებინათ მათი დასახლება.
პოკაჰონტოსის რეალური ისტორია ნათლად უჩვენებს იმ პერიოდის არაზღაპრულ რეალიებს, რომელზეც ხატოვნად გადმოსცა ინდიელი წარმოშობის ამერიკელმა: ” რაში მდგომარეობს პოკაჰონტოსის რეალური ისტორია? თეთრი ბიჭები მოდიან ახალ მიწაზე, ატყუებენ ინდიელ ბელადს, ხოცავენ მამაკაცების 90%-ს და აუპატიურებენ ქალებს. რას აკეთებს ”დისნეი”? მათ ეს ტრაგედია, ჩემი ერის გენოციდი, სასიყვარულო ისტორიაში გადაჰყავთ. საინტერესოა, შექმნიდი თუ არა შენ, თეთრი ადამიანი, სასიყვარულო ისტორიას ოსვენციმზე, სადაც გაძვალტყავებულ პატიმარს უყვარდება ფაშისტი და ცეკვავს სვასტიკასტან ერთად? ძალიან შემრცხვა, როდესაც ჩემმა ქალიშვილმა ამ მულტფილმს უყურა”.
შესაძლოა, სწორედ ამ ისტორიის სტერეოტიპული გადაწყვეტისა და თავისუფალი ინტერპრეტაციის წყალობით ჩნდება სურვილი, ”გამოავლინო” დისნეი, და მისი გმირებისგან მეტად რეალური პერსონაჟები შექმნა, ჩამოხსნა ნიღაბი.