შვილები, რომლებმაც სექს სიმბოლო მამებს გადაუჯოკრეს (9 ფოტო)

შვილები, რომლებმაც სექს სიმბოლო მამებს გადაუჯოკრეს (9 ფოტო)
ჯუდი და რაფერტი ლოუები

შვილები, რომლებმაც სექს სიმბოლო მამებს გადაუჯოკრეს (9 ფოტო)
ჯუდ ლოუს 17 წლის შვილმა დაიწყო სამოდელო კარიერა გასულ ზაფხულს, როდესაც მან პირველად წარადგინა "DKNY"_ის ტანსაცმლის ქსელი ლონდონში.

კლინტ და სკოტ ისტვუდები


გასულ წელს 28 წლის სკოტმა ითამაშა როლი ბრედ პიტთან ერთად ფილმში "Anger". გარდა ამისა სკოტი გახდა "Hugo Boss"_ის ბრენდის სახე.

არნოლდ და პატრიკ შვანცნეგერები


ტერმინატორის 21 წლის შვილი არა მხოლოდ მუშაობს მოდელად და იღებს ფილმებში (მისი ყველაზე ცნობილი ფილიმია "თანაკლასელები 2"), არამედ ფლობს ტანსაცმლის საკუთარ ქსელს, რომელიც მან დაარსა 15 წლის ასაკში. მიუხედავათ შვილის ამ წარმატებებისა მშობლები მაინც უკმაყოფილოები არიან მისით, რადგან მან გააბა რომანი ძალიან ცნობილ სკანდალურ მაილი საირუსთან. არნოლდი შვილს ემუქრება, რომ თუ გონს არ მოეგება, მაშინ საერთოდ მემკვიდრეობის გარეშე დარჩება.

ჯეკ და რეი ნიკოლსონები


სამგზის ოსკარის მფლობელი მსახიობის 22 წლის შვილი ძალიან ჰგავს მამას, არა მხოლოდ სახის ფორმითა და თვალის ფერით, არამედ სიყვარულით ფილმების მიმართ. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ რეის რეჟისორობა უფრო იზიდავს და არა მსახიობობა... ის უკვე მუშაობს რეჟისორად ორ ფილმზე.

ტომ და ჩესტერ ჰენსკები


ტომის 24 წლის შვილი საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია რეპერის, ჩეთ ჰეიზის სახელით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩესტერმა პუბლიკა განაცვიფრა, როდესაც განაცხადა, რომ იგი მკურნალობს, რათა გადაეჩვიოს კოკაინზე დამოკიდებულებას.

პირს და შონ ბროსნანები


30 წლის შონი პირს ბროსნანის ერთადერთი შვილია, რომელიც ჰყავს კასანდრა ჰარისისგან. შონი უპირატესობას ანიჭებს დამოუკიდებელ პროექტებში მონაწილეობას. ამიტომაც იგი პუბლიკისთვის ნაკლებათ ცნობილია.

დონ და ჯესი ჯონსონები


არც თუ ისე დიდი ხნის წინ სერიალ "მაიამის ვარსკვლავის" მთავარი გმირის, დონის შვილი გადაიღეს ფილმში "ლინკოლნის მკვლელობა". მან მთავარი, მკვლელის როლი განასახიერა.

დენის და ჯეკ კუეიდები


დენის კუეიდისა და მეგ რაინის 22 წლის შვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფილმში "მშიერ თამაშებში" მონაწილეობის შემდეგ.

ნიკ და ბროლი ნოლტები



28 წლის ბროლი მამის კვალს გაჰყვა. პირველი ფილმი მისი მონაწილეობით გადაიღეს ჯერ კიდევ 1996 წელს. მოკლედ მამის ოდენი წარმატებების მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა იგი აშკარად ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა.