ქალების 95% ძალიან მოსწონს, როდესაც მამაკაცი სამზარეულოში ტრიალებს
ევროპელი სოციოლოგების კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ქალების 95 პროცენტს ძალიან მოსწონს, როდესაც მამაკაცი სამზარეულოში ტრიალებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალბატონები მამაკაცს სამზარეულოში მეტად სექსუალურად აღიქვამენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მრავალფეროვანი კერძების მომზადება იცის ძლიერი სქესის წარმომადგენელმა, მით მეტი პოპულარობით სარგებლობს ქალებში.
კვლევა, ძირითადად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგებმა მამაკაცთა ნაწილი გააოცა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ეს მისთვის აქამდეც ცნობილი იყო. სოციოლოგიური კვლევებითვე გაირკვა, რომ ევროპელი მამაკაცების უმრავლესობას ქალებზე არანაკლებად ეხერხება სამზარეულოში ფუსფუსი, რაც მათ მეუღლეებს და მეგობარ ქალბატონებს საზრუნავს მნიშვნელოვად უმცირებს.