სუნთქვის მეთოდები გასახდომად

სუნთქვის მეთოდები გასახდომად
სუნთქვა - ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია დაგეხმაროთ ზედმეტი წონის დაკლებაში. არსებობს სუნთქვის უამრავი ტექნიკა, რომელსაც უნდა მიმართოთ სხვადასხვა სახის დატვირთვის დროს. დღეს ჩვენ დაგეხმარებით სუნთქვის სწორი მეთოდების შესწავლაში, რომელიც გაგრძნობინებთ თავს გაცილებით უფრო მხნედ და ახალგაზრდად...

1. ფიზიოლოგიური კომპონენტი. ჩვენი ფილტვები ფიზიოლოგიური თვალსაზრისვით ჩვენივე ორგანიზმის ენერგიის წყარო და აპარატია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მეშვეობით აწვდის ჟანგბადს და კვვებავს თითოეულ ორგანოსა და უჯრედს.

სუნთქვა და ფილტვების მუშაობა ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით. გამდიდრების ეს მეთოდი შეიძლება იყოს სუსტი (მინიმალური) და ინტენსიური (მაქსიმალური). ყოველივე ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესის შენელებაზე და აჩქარებაზე. თუ ეს პროცესები დარღვეულია და ნივთიერებათა ცვლა შენელებულად მიმდინარეობს, ასეთ დროს ცხიმი დაწვის მაგივრად გროვდება, ხოლო პროცესების დაჩქარება მიგვიყვანს ზედმეტი კალორიების ინტენსიურ წვამდე.

2. ენერგეტიკული კომპონენტი. ენერგეტიკულ დონეზე ჩვენი ფილტვები დაკავშირებულია სხეულისთვის ეთერული (სითბო), ასტრალური და სხვა სახის ენერგიების მინიჭებასთან. ნივთიერებათა ცვილს მსგავსად ისინი უზრუნველყოფენ ორგანოების და მთელი სხეულის სრულფასოვნად მუშაობასა და მის დაცვას.

სწორი სუნთქვა განაპირობებს ადამიანის ენერგეტიკული პოტენციალის ზრდას, ხოლო როდესაც თქვენი ორგანიზმი სავსეა ენერგიით, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ჩქარდება და ავტომატურად იწყება ორგანიზმის ტოქსიებისგან გაწმენდა, ზედმეტი კალორიების წვა და ა.შ.

სუნთქვასთან დაკავშირებული გავრცელებული პრობლემები:

ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ ზედაპირულად სუნთქვას, რაშიც იგულისხმება ის ფაქტი, რომ სუნთქვისას ისინი მხოლოდ ფილტვების ზედანაწილს იყენებენ, როდესაც ქვედა ნაწილი პირდაპირ კავშირშია სხეულის ქვედა კიდურებისთვის ენერგიის მინიჭებასთან. თუ ადამიანი არ სუნთქვს სწორად, ამ შემთხვევაში მისი სხეულის ქვედა ნაწილს არ მიენიჭება საჭირო ენერგია, შესაბამისად არ მიმდინარეობს სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლის პროცესი და ორგანიზმი ივსება ტოქსინებით.

როდესაც ადამიანი იწყებს სწორად სუნთქვას და ამ პროცესში რთავს ფილტვის როგორც ზედა, ასევე შუა და ქვედა ნაწილს, ორგანიზმში ირთვება ახალი ენერგეტიკული პროცესები, რაც უზრუნველყოს სისხლის ხარისხიანად მიმოქცევას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც იწმინდება მთელი ორგანიზმი არასასურველი ნარჩენებისგან. შედეგად იწყება ზედმეტი კალორიების დაწვის პროცესი.

სწორი სუნთქვა გასახდომად:

არსებობს სუნთქვის უამრავი განსხვავებული ტექნიკა. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რეკომენდაციებსა და წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

დღეს ჩვენ განვიხილავთ სუნთქვის ორ მეთოდს:

1. სრული სუნთქვა, რომლის დროსაც გამოიყენება ფილტვების სამივე დონე'

2. ქვედა სუნთქვა - ეგრედწოდებული "სუნთქვა მუცლით".

სრული სუნთქვის დროს საჭიროა ფილტვების ჩართვა 100 პროცენტით. ამ დროს მთელი თქვენი სხეული ივსება ენერგიით, თუმცა სრული სუნთქვა ყოველთვის მოსახერხებელი და კომფორტული არ არის. მას უფრო ხშირად მიმართავენ იოგის დროს.

ქვედა სუნთქვა ქალბატონებისთვის ცოტატი არ იყოს რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მუცელში ნაყოფი ისახება, თუმცა სუნთქვის ამ ტექნიკის ათვისების შემთხვევაში ის ძალზედ სასარგებლოა... ამ დროს მთელი ყურადღება უნდა გადაიტანოთ მუცელზე, თითქოს მხოლოდ მუცლით სუნთქავთ და აქ ფილტვები არაფერ შუაშია. შეისწავლეთ მცირე დოზით შესუნთქვა და ამოსუნთქვა თანაც ისე, რომ ხელის მეშვეობით გააკონტროლოთ თქვენი მუცელი. მსგავსი სუნთქვის ტექნიკა როგორც ზემოთ ვახსენეთ გაანთავისუფლებს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან და არასასურველი ნარჩენებისგან, რაც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ ჭარბი კალორიების დაწვამდე.

სწორი სუნთქვის შემთხვევაში თქვენ მომენტალურად შეიგრძნობთ, თუ როგორ ივსება მთელი თქვენი სხეული ენერგიით, იგრძნობთ თავს უფრო მხნედ და ახალგაზრდად.

დამატებითი რეკომენდაციები:

1. ფიზიკური დატვირთვის დროს, მაგალითად აზიდვების კეთებისას ჩაისუნთქეთ ცხვირის და ამოისუნთქეთ პირის მეშვეობით.

2. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი სუნთქვის ხმა ყოველთვის უნდა გესმოდეთ და ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩუმი.

3. ფიზიკური დატვირთვის დროს თქვენი სუნთქვა და დატვირთვა უნდა იყოს სინქრონული.

4. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა ამოისუნთქოთ დატვირთვის დროს და ჩაისუნთქოთ მოდუნებისას.