შეეხეთ ენის წვერით პირის ზედა ნაწილს და ისუნთქეთ 60 წამი. ეფექტი გასაოცარია!

შეეხეთ ენის წვერით პირის ზედა ნაწილს და ისუნთქეთ 60 წამი. ეფექტი გასაოცარია!
სუნთქვის ტექნიკა ძალზედ სასარგებლო და ეფექტურია უძილობის დასამარცხებლად. ეს ტექნიკა გვეხმარება დაძაბულობის მოხსნაში და სხეულის მოდუნება-დამშვიდებაში, რაც თავის მხრივ ხარისხიანად გამოძინებაში გვიწყობს ხელს. გარდა ამისა, სუნთქვის ეს ტექნიკა სასარგებლოდ აისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.



ეს ხრიკი ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დაძინება უჭირთ. ეს უმარტივესი ვარჯიში მხოლოდ 60 წამს გრძელდება.

სუნთქვის ტექნიკა უძლიბის დასამარცხებლად

ეს მეთოდი აღმოაჩინა ჰორვარდის სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, ენდრიუ ვეილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ სუნთქვის ეს ტექნიკა მუშაობს როგორც ''ჩვენი ნერვული სისტემის ტრანკვილიზატორი'' და მას მრავალი საუკუნეა გამოიყენებენ იოგის ინდოელი ექსპერტები.



ეს უმარტივესი ტექნიკა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, სხეულისა და გონების მოდუნებაში, რაც ხარისხიანი ძილის საწინდარია.

ტექნიკის შესრულება დაიწყეთ ღრმა ამოსუნთქვით (ამოუსუნთქეთ პირით). ამის შემდეგ თქვენ მშვიდად უნდა შეისუნთქოთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში და შეიკავოთ სუნთქვა 7 წამით. სუნთქვის შეკავების შემდეგ ამოისუნთქეთ პირის მეშვეობით. ამოსუნთქვა უნდა გაგრძელდეს 8 წამს. ამსუნთქვის დროს ენის წვერი მიდებული უნდა გქონდეთ პირის ღრუს ზედა ნაწილზე.

ამ ტექნიკის ავტორის თქმით, ჩვენ უნდა გავიმეოროთ სუნთქვის ეს ციკლი კიდევ 3-ჯერ. ''მიაქციეთ ყურადღება, რომ ამოსუნთქვის დროს ისმოდეს სტვენის ხმა'' - აღნიშნავს ვეილი. მისი მტკიცებით, ეს ტექნიკა ტვირთავს ჩვენს ფილტვებს ჟანგბადით, ხოლო სუნთქვის შეკავების დროს საგრძნობლად ნელდება გულის რიტმი, რის შედეგადაც მთელი ჩვენი სხეული დუნდება და ემზადება ხარსხიანი დასვენებისთვის.



გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია.