ქალბატონების პროფესიები წარსულ დროში, სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში

ქალბატონების პროფესიები წარსულ დროში, სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში
როგორც იცით ქალბატონების უფლებები წარსულ დროში შეზღუდული იყო და მათ ფულის საშოვნელად მამაკაცების განსაკუთრებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევდათ. გაინტერესებთ, თუ რაზე იყვნენ ქალბატონები წამსვლელები საკუთარი კეთილდღეობისა და ფუფუნებისთვის? მაშინ განაგრძეთ კითხვა...

ინ-ჩი - მეძავეთა ბანაკი ძველ ჩინეთში. იმპერატორი ამ ქალბატონებს იქირავებდა, რათა გაეწიათ კამპანია ჯარისკაცებისათვის ლაშქრობების დროს.


ძველ რომსა და საბერძნეთში არსებობდა სპეციალური ტაძარი, რომლის სტუმრობის შემთხვევაშიც ფულის სანაცვლოდ შეგეძლოთ დაკავებულიყავით სექსით სასურველ ქალბატონთან.


დევადასები ოფიციალურად არსებობდნენ ინდოეთში მე-20 საუკუნის დასასრულამდე. მშობლებს თავიანთი შვილები მიჰყავდათ ქალღმერთ იელამეის ტაძარში და მათი ქალიშვილობა ვაჭრობის საგანი ხდებოდა. საბოლოოდ გოგონას უთმობნდნენ იმ მამაკაცს, ვინც უფრო მეტს გადაიხდიდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი უარს იტყოდა დევადასობაზე და ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა ექნებოდა, იგი ვერასდროს გათხოვდებოდა...


მეორე მსოფლიო ომის სამზადისისას იაპონელი ჯარისკაცები ირჩევდნენ ქალბატონებს სამუშაოდ. ამ ქალბატონებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ მათ სამსახურში ყოველდღიურად ათობით ჯარისკაცის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იგულისხმებოდა. დოკუმენტების მიხედვით 200 000 ქალბატონზე მეტი პრაქტიკულად სექსუალური მონობის მსხვერპლად იქცა. მხოლოდ მათმა მესამედმა შეძლო გადარჩენა...


ძველ საბერძნეთში აულეტრიდესები იყვნენ უმაღლესი კლასის მეძავეები, რომელთაც შეეძლოთ კარგად ცეკვა, ჟონგლიორობა, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა და რა თქმა უნდა იყვნენ ნამდვილი ექსპერტები ინტიმურ საქმიანობებში.


განიკები - იაპონელი გეიშების ინდური ვარიანტი. ითვლებოდა, რომ ღამე გაიკასთან არა მხოლოდ უდიდესი სიამოვნების მომტანი იყო, არამედ მამაკაცს იღბალსა და წარმატებას უქადდა. იმისათვის, რომ ქალბატონი განიკად ქცეულიყო, ის უნდა დაუფლებოდა ხელოვნების 64 სახეობას.


ათენში პროსტიტუცია ყოველთვის ლეგალიზებური იყო. საზოგადოების ელიტარულ წევრებად ითვლებოდნენ გეტერები, კურტიზანკები (ქალბატონები, რომელთაც მიჰყავდათ ცხოვრების თავისუფალი, დამოუკიდებელი სტილი), რომლეთა მშობლები ადგილობრივები არ იყვნენ.


ტავაიფებად მოიხსენიებოდნენ მეძავეები ჩრდილოეთ ინდოეთში მე-18 - მე-20 საუკუნეებში. მათ შეეძლოთ კარგად სიმღერა, ცეკვა და უმაღლეს დონეზე ფლობდნენ სექსის ხელოვნებას. ხშირ შემთხვევაში ტავაიფები მდიდარ მფარველებს პოულობდნენ და მათ ფუფუნებაში უწევდათ ცხოვრება. გოგონას გაჩენის შემთხვევაში ეს ქალბატონები დედის "პროფესიას" ითავსებდნენ.


იმისათვის, რომ მუსულმანებმა თავიდან აირიდონ პროსტიტუცია, რომელიც კანონით ისჯება, ისინი ქორწინდებიან მხოლოდ გარკვეული დროით, მაგალითად სულ რამდენიმე საათით. წყვილი ხელს აწერს კონტრაქტს, სადაც მითითებულია ქორწილის ხანგრძლივობა და ასევე ის თანხა, რომელსაც ქალბატონი განქორწინების შემდეგ მიიღებს.


სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე