ხახვი და ნიორი ანტიმიკრობული პროდუქტებია!
ხახვისა და ნივრის კულტურა უხსოვარი დროიდან ცნობილი იყო ძველ საბერძნეთში , ეგვიპტესა და სპარსეთში.
ეგვიპტელები ხახვითა და ნივრით მრავალ სხვადასხვა ავადმყოფობას მკურნალობდნენ. მონებს, რომლებიც პირამიდებს აშენებდნენ, საჭმელში მომეტებულად აძლევდნენ ნიორს.
ეგვიპტელები ხახვითა და ნივრით მრავალ სხვადასხვა ავადმყოფობას მკურნალობდნენ. მონებს, რომლებიც პირამიდებს აშენებდნენ, საჭმელში მომეტებულად აძლევდნენ ნიორს.
- ნიორი და ხახვი, როგორც სამკურნალო საშუალება, დღესაც ფართოდ არის გამოყენებული ჩინეთსა და ინდოეთის მედიცინაში. ჩვენი წიანპრებიც იყენებდნენ ხახვსა და ნიორს, როგორც სამკურნალო საშუალებას , ციმბირის წყლულის, სისხლის დენის, მეჭეჭისა და სხვა ავადმყოფობათა სამკუნრალოდ.
- თანამედროვე ხალხურ მედიცინაში ხახვი ცნობილია, როგორც ჩირქის ამოსაწური საშუალება, აგრეთვე უმი ხავხის წვენით მკურნალობენ თმის ძირებს ( თმის დაცვენის შესაჩერებლად ). გარდა ამისა, წვრილად დაკეპილ ან დანაყილ უმ ხახვს ცაცხვის ყვავილის თაფლში არეულს აძლევენ წყალმაკით დაავადებულებს, დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზით ჭამის წინ.
- ნიორს ყველა ბოსნტეულზე უფრო განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც წარსულ, ისე თანამედროვე მედიცინაში.
ნიორს მრავალი სახის ავადმყოფობის სამკურნალო საშუალებად იყენებდნენ ძველ ეგვიპტეში, რომში, ბიზანტიაში, რუსეთში და სხვაგან. ძველ ქართულ კარაბადინში დიდი ყურადღება ეთმობა ნივრით მრავალი სახის ავადმყოფობის მკურნალობას. მათ შორის ცოფიანი ძაღლის დაკბენის შემთხვევაში ცდება ნივრის ფაფის დადება. ადამიანის ან ცხოველის კანზე მუნის ოსამკურნალოდ ურჩევენ წაუსვან ნივრის წებო დღეში რამდენჯერმე მუნიან ადგილებზე.