იკეას ეფექტი ან ადამიანების მიერ დაშვებული ყველაზე გავრცელებული 19 შეცდომა

იკეას ეფექტი ან ადამიანების მიერ დაშვებული ყველაზე გავრცელებული 19 შეცდომა
"სიტუაციის კონტროლის ილუზია"
ადამიანები მიდრეკილები არიან რაიმე სიტუაციაზე ან კონკრეტულ მოვლენაზე თავიანთი გავლენის გადაჭარბებულად შეფასებისკენ. ეს მოვლენა აღმოაჩინა 1975 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ელენ ლანგერმა ლატარიის ბილეთებზე ჩატარებული ცდების მიხედვით. ექსპერიმენტის მონაწილეები დაყვეს ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფს მისცეს უფლება, რომ მათ დამოუკიდებლად აერჩიათ ციფრები თავიანთი ბილეთისთვის, ხოლო მეორე ჯგუფს ეს უფლება შეუზღუდეს და მათ ციფრები ავტომატურად შეურჩიეს. გათამშების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ ადამიანებს მოსთხოვეს ერთმანეთში ბილეთების გაცვლა.
ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაცვლის შედეგად მიღებული შედეგებით მონაწილეები უფრო კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ნებით ამორჩეული ციფრები გაუცვალეს სხვას, უკმაყოფილობის გრძნობა დარჩათ, რადგანაც ისინი 100% იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს კიდევ უფრო დიდი შანსი ჰქონდა მოსაგებად...

პრივილეგიის მინიჭება ნულოვანი რისკისთვის
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე დგას ორი არჩევანი: შეამციროთ მცირე რისკი ნულამდე ან ჯერადად შეამციროთ დიდი რისკი. მაგალითად, დაიყვანოთ აბსოლიტურ ნულამდე ავიაკატასტროფების რიცხვი ან საგრძნობლად შეამციროთ ავტოკატასტროფების რიცხვი. რომელს აირჩევდით?
ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკური იქნებოდა მეორე ვარიანტის არჩევა, რადგან ავტოკატასტროფებში გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ავიაკატასტროფებში და ასე თქვენ უფრო მეტი ადამიანი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდით, თუმცა რაც არ უნდა გასაოცარი იყოს კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ადამიანების უმეტესობა ირჩევს პირველ ვარიანტს: ნულოვანი რისკი, თუნდაც რაღაც ერთ სფეროში გაცილებით უფრო დიდ სიმშვიდეს გვგვრის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ გიწევდეთ თვითმფრინავით მგზავრობა...

"სელექტიური აღქმა"
დავუშვათ, რომ თქვენ არ ენდობით გენურ ინჟინერიას და თქვენ ეს თემა ძალზედ გადარდებთ... ალბათ კითხულობთუ უამრავ სტატიას და ეცნობით სიახლეებს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიმზების შესახებ. კითხულობთ და რწმუნდებით, რომ თქვენ მართალი ხართ: აშკარაა ის ფაქტი, რომ არსებობს უამრავი რისკი და ხიფათი, რომელიც გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება შეგვიქმნას. მაგრამ აი საქმე რაში მდგომარეობს: ძალიან დიდი იმის ალბატობა, რომ თქვენ გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობთ სიახლეებს, რომლებიც თქვენს გადმოსახედს ემთხვევა, ვიდრე იმ არგუმენტებს, რომლებიც ამართლებენ გენურ ინჟინერიას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ობიექტურობას კარგავთ... ასეთი მიდრეკილება ადამიანებს ხელს უშლით რეალობის აღქმაში და ისინი გებულობენ მხოლოდ იმას, რაც მას მოსწონთ, რაც უნდათ და რაც მათი გადმოსახედიდან ჭეშმარიტებას შეესაბამება.

"მოთამაშის შეცდომა"
"მოთამაშის შეცდომა" ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ აზარტული თამაშების მოყვარულებს. რას ნიშნავს "მოთამაშის შეცდომა"? აი ყველაზე მარტივი მაგალითი: ავიღოთ მონეტა და ვითამაშოთ "არიოლი, თუ რეშკა". გავაკეთოთ ფსონები და ავაგდოთ მონეტა. იმ შემთხვევაში, თუ ცხრიდან ცხრაჯერ დაჯდება არიოლი, მეათე ფსონს მოთამაშეების უმრავლესობა რეშკაზე გააკეთებს, თითქოს ამ დროს მისი ამოსვლის შანსი იზრდება, თუმცა თუნდაც ასიდან ასჯერ არიოლი ამოვიდეს, ასმეერთე ჯერზე მათი ამოსვლის შანსები მაინც 50/50 ზე არის.

გადარჩენის მიზნით დაშვებული შეცდომა
ეს ლოგიკური ხაფანგი აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა მასში მოხვედრა და გაბმა მშვიდ დროშიც შესაძლებელია. ომის დროს აშშ_ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეემცირებინა დანაკარგი ბომბდამშენებს შორის. სწორედ ამიტომ მათ გასცეს ბრძანება, რომ დაკვირვებების შედეგად დაედგინათ, თუ თვითმფრინავის რომელი ნაწილები ზიანდებოდნენ ყველაზე მეტად, რათა მომავალში გაემაგრებინათ ისინი. დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ფრთები ზიანდებოდნენ და შესაბამისად მათ თვითმფრინავის ფრთების გამაგრება გადაწყვიტეს, თუმცა, რომ არა აბრაჰამ ვალდი, ისინი საბედისწერო შეცდომას დაუშვებდნენ, რადგან სინამდვილეში ბომბდამშენებმა, რომლებიც ომიდან დაბრუნდნენ, ხაზი გაუსვეს თვითმფრინავის ძლიერ და არა სუსტ მხარეებს, რადგან ფრთებდახვრეტილი თვითმფრინავით მათ გადარჩენა შესძლეს, ხოლო იმ თვითმფრინავების პილოტები, რომელთაც დაუზიანდათ თვითმფრინავის სხვა ნაწილები, მაგალითად: ძრავი და საწვავი ბაკი, უკან არ დაბრუნებულან...

გამჭვირვალობის ილუზია
თქვენ მოხვდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ტყუილის თქმა აუცილებელია, თუმცა წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ამის გაკეთება - თქვენ გეჩვენებათ, რომ ყველა გარშემომყოფი გხედავთ, გაკვირდებათ და ერთმა უცნაურმა მოქმედებამ შეიძლება მთელი თქვენი არაგულწრფელობა სააშკარაოზე გამოიტანოს. გეცნოთ ეს სიტუაცია, არა? სწორედ ამ ფაქტს ქვია "გამჭვირვალობის ილუზია", როდესაც თქვენ ზედმეტად აფასებთ გარშემო მყოფი ადამიანის შესაძლებლობებს, თითქოს მათ შეუძლიათ თქვენს სულის სიღრმეში ჩახედვა და თქვენი სიცრუის დადგენა..
1998 წელს ჩატარდა ამ ფაქტის დამადასტრურებელი კვლევები. სტუდენტებს დაურიგდათ ბარათები, რომლებზეც ეწერა კითხვები და მათ უნდა ეპასუხათ ისე, რომ არ ქონდა მნიშვნელობა გულწრფელები იქნებოდნენ ისინი, თუ იტყოდნენ ტყუილს. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ვალდებული იყო დაედგინა რომელი სტუდენტი ტყუოდა და რომელი ამბობდა სიმართლეს. სტუდენტების დაკითხვის შედეგად ნახევარმა მათგანმა განაცხადა, რომ მათ ადვილად გაშიფრავდნენ, თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა, საბოლოო ჯამში დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ მხოლოდ სტუდენტების მეოთხედის გამოჭერა შეძლო ტყუილში. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ადამიანები ზედმეტად ვაფასებთ გარშემო მყოფი ხალხის შესაძლებლობებს.

ბარნუმას ეფექტი
ძალზედ გავრცელებული სიტუაციაა, როდესაც ადამიანი კითხულობს ჰოროსკოპს და ის სრულ აბსურდად მიაჩნია, თუმცა ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ მისი აღმწერელი ყველა დადებითი თვისება სიმართლეს ემთხვევა... ასეთი რამ ემართებათ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი. ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას "ბარნუმას ეფექტი" უწოდეს მე-19 საუკუნის ამერიკელი შოუმენის, ფინეასა ბარნუმას საპატივცემულოდ. ადამიანების უმრავლესობა იღებს საერთო და ზოგად აღწერებს ისე, თითქოს ყოველივე ეს პირადად მის შინაგან სამყაროზე იყოს დაწერილი და რა თქმა უნდა, რაც უფრო პოზიტიურია აღწერა, მით მეტია დამთხვევები. სწორედ ამ ეფექტით ხელმძღვანელობენ ასტროლოგები და წინასწარმეტყველები...

ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომები
ადამიანები როგორც წესი სხვა ადამიანების მოქმედებებს მათი პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებად აღიქვამენ, ხოლო თავიანთ ქცევებს გარკვეული გარემოებებით ხსნიან განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი შეცდომას უშვებენ. მაგალითად სხვა ადამიანი ალბათ იგვიანებს მისი არაპუნქტუალურობის გამო, ხოლო თქვენ დაგვიანებას ყოველთვის მაღვიძარასთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნით. საუბარი არ მიდის მხოლოდ ოფიციალურად თავის გამართლებაზე, არამედ სიტუაციის შინაგან ხედვაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელს გვიშლის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაში...

მორალური ნდობის ეფექტი
თავისი ლიბერალური შეხედულებებით კარგად ცნობილი ჟურნალისტი ჰომოფობიის ფაქტის მომსწრე გახდა: მღვდელმა აიღო ქრთამი, ხოლო სენატორი, რომელიც იბრძვის ოჯახური ფასეულობებისთვის, დააფიქსირა სტრიპტიზ ბარში, თუმცა ერთი შეხედვით ამ საგანგაშო ვითარებას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. სწორედ ამ ფაქტს ეწოდება "მორალური ნდობის ეფექტი", რაც გულისხმობს, რომ თუ ადამიანს უყალიბდება "წინამძღვრის" მყარი რეპუტაცია, მაშინ იქმნება ილუზია, რომ ის ადამიანი უცოდველია და თუ იგი ამდენად კარგია, მაშინ მისი პატარა სისუსტე ვერაფერს ვერ შეცვლის...

ხელმისაწვდომი ინფორმაციის კასკადი
შემეცნებითი კომპენსაცია, რომელსაც წარმატების მიღწევაში უნდა უმადლოვდნენ მსოფლიოს იდეოლოგები, არის კოლექტიური რწმენა. რაღაც გარკვეული იდეა ხდება უფრო დამაჯერებელი, თუ ამ იდეას ხშირად იმეორებენ და განიხილავენ კოლექტივში . ჩვენ ხშირად ვხვდებით მას ბებიებთან საუბრისას: ძალიან ბევრი პენსიონერი დარწმუნებულია ყველაფრის ჭეშმარიტებაში , რაზეც ძალიან ხშირად საუბრობენ ტელევიზიაში . აი ახალგაზრდა თაობა კი, სავარაუდოდ, ამ ეფექტს facebook _ ის საშვალებით შეიგრძნობს.

რითმის ეფექტი
ჩვენ ქვეცნობიერად მიდრეკილები ვართ იმ ფაქტისკენ, რომ გვჯერა ამა, თუ იმ მტკიცების გაცილებით უფრო მეტად, თუ იგი რითმაშია დაწერილი - სწორედ მტკიცების ამ ეფექტს იყენებენ ფსიქოლოგები და მანუპულატორები სერიალში "გონების თამაშები". ეს ეფექტი დამტკიცებულია უამრავი ექსპერიმენტით, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ფრაზებს შორის უნდა აერჩიათ ის, რომლისაც სჯეროდათ მათ ყველაზე მეტად და თქვენ წარმოიდგინეთ კვლევის ობიექტების უმრავლესობამ ამოირჩია ის ფრაზები, რომლებიც რითმაში იყო დაწერილი.

იაკორის ეფექტი
ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს პირველივე დანახულ ინფორმაციას მომავალში განვითარებული მოვლენების განსასაზღვრად, დასკვნების გასაკეთებლად და ისინი არასდროს იყურებიან უფრო ფართო ჰორიზონტზე და არ ეძებენ ჩასაბღაუჭებელ ინფრომაციას. მაგალითად თუ ადამიანს წინ დაუდებთ მაგალითს 1×2 x 3×4 x 5×6 x 7×8 = ? და მოსთხოვთ მას, რომ რაც შეიძლება მცირე დროში დაასახელოს მან ამ მაგალითის მიახლოებითი პასუხი მაინც, ის დაასახელებს საკმაოდ პატარა ციფრს, მაგალითად 512_ს, რადგან ის პირველ რიგში დახედავს თანმიმდევრულად ნაჩვენებ პატარა ციფრებს, ხოლო თუ მას შეუბრუნებთ მაგალითს და დაუწერთ 8×7 x 6×5 x 4×3 x 2×1, ის პასუხად საკმაოდ დიდ რიცხვსი, მაგალითად 2250 ს დაასახელებს... სინამდვილეში ამ მაგალითის სწორი პასუხია 40 320.

ევრისტიკული ხელმისაწვდომობა
თუ კოლეჯის სტუდენტს დაუსვამთ შეკითხვას: "შენს უნივერსიტეტში უფრო მეტი კოლორადოელი სწავლობს, თუ კალიფორნიელი?", დიდი ალბათობაა იმისა, რომ მისი პასუხი დამოკიდებული იქნება მის მაგალითებზე, თუ რამდენი სტუდენტის გახსენებას შეძლებს იგი ხანმოკლე დროში. ჩვენ ადამიანებს უფრო მეტად გვჯერა იმ გადაწყვეტილების, რომლის გახსენებასაც მოვასწრებთ პირიველ ჯერზე. მაგალითად, თუ ადამიანს დაუსვამთ შეკითხვას: "ჩვენ ავიღეთ შემთხვევითი სიტყვა და როგორ ფიქრობ უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ასობგერა კ-ზე იწყებოდეს, თუ ეს ასო ამ სიტყვაში მესამე ადგილზე იდგეს?" ასეთ დროს სტუდენტს თავში გაცილებით უფრო ადრე მოაფიქრდება სიტყვები, რომლებიც იწყება ამ ასო ბგერაზე და არა მესამე ადგილზე დგას იგი ასოების თანმიმდევრობით. სწორედ ამიტომ იგი სწორ პასუხად პირველ ვარიანტს დაასახელებს...