მამაკაცის ხასიათი მისი მუსიკალური გემოვნების მიხედვით

მამაკაცის ხასიათი მისი მუსიკალური გემოვნების მიხედვით
რამდენად შესაძლებელია მამაკაცის პორტრეტის დახატვა მის მუსიკალურ გემოვნებაზე დაყრდნობით? შეიძლება, თუ არა, რომ ადამიანის გატაცებამ მის წარმატებებზე და მიღწევებზე იმეტყველოს ლოგინში? არც თუ ისე დიდი ხნის წინ გერმანულ გამოცემა "Berliner Zeitung"_ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოცემული იყო სემ გოსლინგის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. ფსიქოლოგმა ადამიანების საკმაოდ დიდ ჯგუფთან ჩაატარა შესაბამისი გამოკითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ კითხა მათ საკუთარი მუსიკალური გემოვნების შესახებ. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით ექსპერტმა გამოიტანა შემდეგი დასკვნები, რომელთაც თქვენ სტატიის გაგრძელებისას იხილავთ...


ინდი პოპი

თუ თქვენი მამაკაცი უსმენს მუსიკას ჰიპსტერებისათვის, მაშინ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მას დახვეწილი გემოვნება აქვს. ასეთი მამაკაცები რადიკალურად განსხვავდებიან "გმირი შეყვარებულის" ტიპაჟის მქონე მამაკაცებისგან და როგორც წესი ისინი საწოლში პროფესიონალიზმით ვერ გამოირჩევიან. გარდა ამისა ასეთი ტიპაჟის მამაკაცები საწოლში თავდაპირველად იწყებენ გლობალურ თემებზე ცხარე დისკუსიას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სექსზე. ასევე მათთვის ექსპერიმენტული სიყვარული გაუგებარია და ურთიერთობას მხოლოდ კონკრეტული სცენარის მიხედვით მიყვებიან.

როკი

ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მძიმე მუსიკის მოყვარულები მიდრეკილები არიან მარტოობისა და სუიციდისკენ, თუმცა სინამდვილეში ასეთი ადამიანები საკმაოდ რბილი და მშვიდი ხასიათის პატრონები არიან. როგორც წესი ისინი შემოქმედებითი ადამიანები არიან საკმაოდ დაბალი თვითშეფასებით. ჰარდ როკის მოყვარულები თავიანთი დამახასიათებელი თვისებებით ყველაზე ახლოს არიან კლასიკური მუსიკის მოყვარულ ადამიანებთან. ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ როკ მუსიკა გაიმოირჩევიან ტემპერამენტულობით და მაქსიმალურად ცდილობენ გაიხანგრძლივონ სიამოვნება, რაც ნიშნავს, რომ სექსუალური აქტი ასეთ ადამიანთან მინიმუმ ერთ საათს გაგრძელდება, მაქსიმუმ კი მთელ ღამეს...

პოპი

პოპ მუსიკის აღქმა გაცილებით მარტივია, რადგან ამ ჟანრის მუსიკები არ გამოირჩევიან მათში ჩადებული ღრმა აზრით და ასევე ინსტრუმენტალური პარტია ძალზედ მარტივია. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჟანრის მოყვარული ადამიანები ექსტრავერტები არიან, რაც ნიშნავს საკუთარ თავში დარწმუნებულ, კონტაქტურ, კომუნიკაბელურ, თუმცა არაშემოქმედებით ადამიანს. საკუთარ სხეულსა და ფორმას ისინი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან. ასეთი მამაკაცების უმრავლესობა მეორე ნახევრისგან სხეულის იდეალურ ფორმას მოითხოვს, თუმცა როგორც წესი, ისინი ძალზედ სუსტები არიან ლოგინში.

ჰიტები

ჰიტების მოყვარული ადამიანები გამოირჩევიან სერიოზულობით, როგორც ცხოვრებაში, ასევე სექსში. ამ მამაკაცებისთვის სექსი ერთი ღამისთვის ყოველმხრივ მიუღებელია და როგორც წესი ისინი უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ საყვარელ ქალბატონთან სიამოვნების მიღებას, თუმცა ისინი მერყვეები არიან და ლამაზი სიტყვებით, სინაზითა და მოფერებით მათი მოსყიდვაა შესაძლებელი. სექსუალური აქტის შემდეგ ასეთი მამაკცისგან მხურვალე კოცნას უნდა მოელოდეთ, ხოლო ამის შემდეგ ის გისურვებთ ტკბილ ძლის.

ჯაზი და ბლუზი

ჯაზი და ბლუზი დანამდვილებით მოეწონებათ შემოქმედებით, კომუნიკაბელურ, ზედმეტად თავდაჯერებულ და კეთილ ადამიანებს. ხსენებული ჟანრები ზოგადად "ელიტარულ" ჟანრებს განეკუთვნება. როგორც წესი ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია გაიგოს და შეიგრძნოს ჯაზური მუსიკის რიტმი. მამაკაცები, რომლებიც ამ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას, გამოირჩევიან მგრძნობიარობითა და სექსუალურობით. როგორც წესი ასეთი ტიპის ადამიანებს სიამოვნებთ ექსპერიმენტებზე წასვლა ლოგინში. მათი პარტნიორი დროთა განმავლობაში სექსის ნამდვილ ქალღბერთად ყალიბდება, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

ჰიპ-ჰოპი და რეპი

რეპის მოყვარულები კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი ნატურები არიან, რომელთაც ძალიან ლამაზად და გამართულად შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ასევე ამ ადამიანებს აღენიშნებათ თვითშეფასების მაღალი დონე. ქალბატონებო დაიმახსოვრეთ, რომ თუ თქვენი მამაკაცი უპირატესობას ჰიპ-ჰოპისა და რეპის ჟანრს ანიჭებს, მაშინ ის ნამდვილი ექსპრეიმენტატორია სექსში, უყვარს ყოველივე ახალის გასინჯვა და წიგნების კითხვა სექსთან დაკავშირებულ თემებზე. ხშირ შემთხვევაში გვეჩვენება, რომ ასეთი მამაკაცები ეგოისტები არიან და მათთვის მთავარი საკუთარი სიამოვნებაა, თუმცა სინამდვილეში ამ ადამიანების პუპლიკური, საზოგადო იმიჯი ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია.

სოული

სოულის ჟანრის მოყვარული მამაკაცები გამოირჩევიან სინაზითა და რომანტიკულობით. ცოხვრებაში ისინი შინაგანად ძალიან თბილი ადამიანები არიან და როგორც წესი ასეთი მამაკაცები ეძებენ პარტნიორ "დედიკოს", რაც ნიშნავს კარგ, თბილ და მოსიყვარულე ცოლს, რომელიც ჩიტის რძეს არ მოაკლებს მათ. ამ ადამიანებს არ საჭიროებთ იდეალური მეორე ნახევარი. მთავარია, რომ თქვენ გამუდმებით დაანახოთ მათ საკუთარი გრძნობები. გაემზადეთ სექსით დასაკავებლად მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით...

შანსონი

ამ ჟანრს უპირატესობას ანიჭებენ უკომპრომისო და კატეგორიული მამაკაცები. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც მოსწონთ შანსონი, როგორც წესი არასწორი წარმოდგენები აქვთ "მამაკაცურობის" შესახებ. ისინი მიიჩნევენ, რომ ნამდვილ მამაკაცზე ვერასდროს ვერ უნდა იქონიოს გავლენა გრძნობებმა და ემოციებმა.

კლასიკა

კლასიკური სიმღერის სიყვარულ ახასიათებთ შემოქმედებით ადამიანებს, რომელთათვის მორალური ნორმები და საკუთარი თავის პატივისცემა პირველ საფეხურზე დგას. ამ ჟანრის მუსიკას უსმენენ საკუთარ თავში დარწმუნებული, თუმცა ჩაკეტილი ადამიანები.

არსებობს ადამიანების ის კატეგორიაც, რომელიც ყველა მუსიკას ერთნაირად აღიქვამს და გამორჩეულად არც-ერთი მოსწონს. როგორც წესი ასეთი მამაკაცები სიმრავლით არ გამოირჩევიან, შესაბამისად კი ძნელია მათ ხასიათზე საუბარი, თუმცა სავარაუდოდ ისინი შემოქმედებითი და ამავდროულად ცვალებადი ადამიანები არიან, რომლებიც მარტივად ეგუებიან სიახლეებს.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ასევე საინტერესოა ფსიქოლოგების მოსაზრება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანის IQ განისაზღვრება მისი მუსიკალური გემოვნების მიხედვით. ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული კვლევის ობიექტებიდან ინტელექტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეპისა და ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს დაუფიქსირდათ. ყველაზე მაღალინტელექტუალური ადამიანები მძიმე როკის მოყვარულებს შორის აღმოჩნდნენ.