ახალი აღმოჩენა ჭარბი წონის მოსაცილებლად
თუ თქვენ ხშირად მიირთმევთ ზედმეტ საკვებს, ანდა საუზმე არ გყოფნით და შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, კვების რაციონში დაამატეთ პური ზღვის მცენარეებით. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ეს პური ახანგრძლივებს დანაყრების გრძნობას და საშუალებას იძლევა ადამიანმა დღეში 179 კალორიით ნაკლები მიიღოს.
ეს არის სარბენ ბილიკზე ვარჯიშის ექვივალენტი და ასევე მარილიან გემოს ტოვებს მაშინ, როდესაც არ შეიცავს გულისთვის მავნე მარილს. შეფილდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ეს პური გამოსცადეს საერთო ჯამში ჯანმრთელ 80 ადამიანზე, რომელთა ასაკი 18-65 წელს შორის მერყეობს.
პირველი კვირის განმავლობაში მოხალისეები მიირთმევდნენ 100 გრამ ჩვეულებრივ პურს მარილთან ერთად, ხოლო მეორე კვირის განმავლობაში მარილი ზღვის მცენარეების პურით ჩაანაცვლეს. დღის განმავლობაში ექსპერიმენტის მონაწილეებს უფლება ჰქონდათ მიერთვათ განუსაზღვრელი რაოდენობის მაკარონი და ტომატის სოუსი. ექსპერტები აკვირდებოდნენ მიღებული საკვების რაოდენობას, არტერიულ წნევას, შაქარსა და ქოლესტერინს. მონაწილეები კი აფასებდნენ შიმშილის შეგრძნებას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მეორე კვირის განმავლობაში მოხალისეებს დასანაყრებლად ნაკლები კალორია ესაჭიროებოდათ, რამაც მომავალში წონის დაკლებას შეუწყო ხელი.