რა ხდება მაშინ, როდესაც არასაკმარისად გძინავთ
დღევანდელ დროში გამოუძინებლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 1942 წელს, რიგითი ადამიანი ძილში საშუალოდ 8 საათს ატარებდა, მაშინ, როდესაც თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ეს მაჩვენებელი 6,8-მდე დაეცა. თუმცა, რეკომენდირებული 7-9-მდე ძილია. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ამერიკელების 40% 7 საათზე ნაკლებ დროს ატარებს ძილში, ხოლო 70 მილიონი აშშ-ს მოქალაქე იტანჯება ძილის დარღვევებით. ყველა ჩვენგანმა იცის, როგორი მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასაკმარისმა ძილმა.
წარმოგიდგენთ რისკების ჩამონათვალს, რომლამდეც უძილობას ან ძილის დაღვევებს მივყავართ.
გაღიზიანებადობა
ებრაელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოუძინებლობის შემთხვევაში ირღვევა ემოციური სტამბილურობა, რასაც ადამიანი გაღიზიანებულობამდე მიჰყავს. ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანა.
თავის ტკივილი
მართალია მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რითი არის დაკავშირებული ძილის დარღვევები თავის ტკივილთან, მაგრამ მედიკოსებმა ეს კავშირი უკვე საუკუნეზე მეტია რაც დააგინეს. უძილო ღამეებმა ადამიანი შესაძლოა გამუდმებულ თავის ტკივილებამდე მიიყვანონ. როგორც აღმოჩნდა, 36-58% იმ ადამიანებისა, რომელთაც ძილის აპნოე, ანუ ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა ახასიათებთ, (როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება) დილით ამოუხსნელი თავის ტკივილებით იღვიძებენ.
მეხსიერება
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის დროს, საგრძნობლად ეცემა ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციონირება, რის გამოც, ადამიანს უჭირს ახალი მასალის ათვისება.
წონის პრობლემა
ძილის უკმარისობა იწვევს წონის მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) და გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას განაგებს). შედეგად ადამიანს გამუდმებით შია.
გულის დაავადებები
როდესაც მკვლევარებმა, ექსპერიმენტის მონაწილეები ფხიზლად 88 საათის განმავლობაში დატოვეს, მათ წნევა აეწიათ, ეს ალბათ არ წარმოადგენს დიდ სიურპრიზს. თუმცა, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც საკმარისად არ სძინავთ ან ძილის დროს ხშირად იღვიძებენ და შფოთავენ უფრო მეტად არიან მიდრეკილები გულ-სისხლძაღვთა დაავადებების მიმართ ვიდრე დანარჩენები.
ინფექციები
ერთი უძილო ღამეც კი თქვენს ორგანიზმს რისკის ქვეშ აყენებს და იმუნური სისტემის დაქვეითებას უწყობს ხელს.
ციება
თუკი ფიქრობთ, რატომ ცივდებით ხშირად, მაშინ როდესაც მთელ დღეებს თბილ ოფისში ატარებთ, პასუხი - არასაკმარისი ძილია. მეცნიერებმა 153 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ჩაატარეს კვლევა, ექსპერიმენტის მონაწილეთა ერთ ნაწილს 8 საათი ან უფრო მეტი ხანი ეძინა, ხოლო მეორე ნაწილს 7 საათზე ნაკლები. ამის შემდეგ ისინი ერთნაირად ცივ ტემპერატურაში მოათავსეს. ექსპერიმენტმა ცხადჰყო, რომ ის ადამიანები, რომლებასც ძილის უკმარისობა აწუხებდათ სამჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ავად, ვიდრე ისინი, რომელთაც სრულფასოვანი ძილით ეძინათ.
დიაბეტი
უძილობა შეიძლება დიაბეტის გამოწვევის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს, რადგან ამ დროს ირღვევა მეტაბოლიზმის პროცესი.
სიკვდილი
ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ძილთან, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანებში, რომელთაც 7-8 საათზე ნაკლებხანს სძინავთ, უფრო მაღალია სიკვდილის რისკი.
მომზადებულია www.businessinsider.com-ის მიხედვით.