რატომ არის სასარგებლო შიშველი ძილი?
იცით თუ არა, რომ შიშვლად ძილი სასარგებლოა? ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი თვისებაა. თუ თქვენ შიშველს გძინავთ, მაშინ:
- თქვენ უკეთ გძინავთ
უკეთ ძილი ნიშნავს ჯანსაღ სხეულს. იმისთვის, რომ ჩაგეძინოთ, ორგანიზმის ტემპერატურა ოდნავ უნდა დაეცეს და იმისთვის, რომ მშვიდად გეძინოთ, ტემპერატურა უნდა რეგულირდებოდეს. როდესაც შიშველს გძინავთ, ორგანიზმისთვის გაგრილება და ტემპერატურის რეგულირება უფრო იოლია. - თქვენ გაქვთ უკეთესი სექსუალური ცხოვრება
კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, ვისაც შიშვლებს სძინავთ, უკეთესი სექსუალური ცხოვრება აქვთ.
ოქსიტოცინი, ანუ სიყვარულის ჰორმონი პასუხისმგებელია სიამოვნების მიღების ფაქტორზე. ის „განაგებს“ ორგაზმებს, სექსუალურ მგრძნობიარობას, დეპრესიისა და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ასევე დიდ როლს თამაშობს სისხლის წნევის კონტროლში. როდესაც ორ შიშველ ადამიანს სძინავს გვერდიგვერდ, კანის შეხებით ოქსიტოცინის გამომუშავება ძლიერდება. - თქვენ წვავთ მეტ კალორიას
როდესაც თქვენი ორგანიზმი ბუნებრივად გრილდება ღამით, ეს იწვევს კორტიზოლის შემცირებას. ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს ისეთი დარღვევების განვითარებაში, როგორიცაა მაღალი წნევა, ქოლესტერინის დონის მატება, ჰორმონული დისბალანსი, სუსტი იმუნური სისტემა და შაქრის მიმართ ლტოლვა. თუ შიშველს გძინავთ, თქვენი ძილი გაცილებით ღრმაა და ეს თავის მხრივ კორტიზოლის დონეს აკონტროლებს. - თქვენ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით
ძილისთვის ოთახის მაქსიმალური ტემპერატურა 21 გრადუსია. ამაზე მაღალი ტემპერატურა ამცირებს სომათროპული ჰორმონებისა და მელატონინის გამომუშავებას. ისინი კი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ორგანიზმის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში. მელატონინი მხოლოდ და მხოლოდ ძილის დროს გამოიყოფა, ისიც აბსოლუტურად ბნელ ოთახში. ის ამცირებს სხეულის ტემპერატურას და სომათროპული ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს. ღამით თუ კარგად გძინავთ, მეტი სომათროპული ჰორმონი გამომუშავდება. შიშვლად ძილი კი სწორედ უკეთესად ძილს ნიშნავს.