გიჭირთ დაძინება? 6 რჩევა, რომელიც ხარისხიანად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

გიჭირთ დაძინება? 6 რჩევა, რომელიც ხარისხიანად გამოძინებაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ცოტა ჩვენგანს შეუძლია მისცეს თავს სრულფასოვანი ძილის უფლება. მეტიც, ადამიანების უმრავლესობა უძილობისგან იტანჯება, რაც ძალზედ უარყოფითათ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ნუ ნერვიულობთ, რადგან გამოსავალი ამ სიტუაციიდანაც არსებობს! იმისათვის, რომ კარგად გამოიძინოთ, საკმარისია გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ მოცემული 6 რჩევა.

1. მიიღეთ თბილი აბაზანა
თბილი აბაზანა - იდეალური მეთოდი რთული დღის შემდეგ მოსადუნებლად. მიიღეთ თბილი შხაპი უშუალოდ ძილის წინ და ხარისხიანი დასვენება გარანტირებული გაქვთ.

2. წაიკითხეთ წიგნი დაძინების წინ
გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ძილის წინ ტელევიზორის ყურების ნაცვლად წიგნის კითხვით დაკავდებით. კითხვის დაწყებიდან ორიოდე წუთის გასვლის შემდეგ ძილი მოგერევათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ საკითხისთვის საშინელებათა და დეტექტიური ჟანრის წიგნები არ გამოგადგებათ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი კლასიკური ლიტერატურაა.

3. შეეცადეთ, რომ არ მიიღოთ ზედმეტად დიდი დოზით საკვები ვახშმობის დროს
უამრავი ჩვენგანი საერთოდ არ იცავს კვების რეჟიმს. ძალიან ხშირად ვტოვებთ სადილს, სამაგიეროდ კი დანაკარგს ვახშმობის დროს ვინაზღაურებთ. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ როდესაც თქვენი კუჭი საკვებითაა სავსე, ორგანიზმი დაკავებულია მისი გადამუშავებით. ასეთ შემთხვევაში საუბარი ჯანმრთელ და ხარისხიან ძილზე უადგილოა! აუცილებლად გააკონტროლეთ საკუთარი თავი და ნუ მიირთმევთ ბევრს ვახშმობისას.

4. დაწექით დასაძინებლად დასვენებულ მდგომარეობაში
არავითარ შემთხვევაში დაკავდეთ რთული ფიზიკური ვარჯიშებით ძილის წინ. შუალედი ვარჯიშსა და ძილს შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 საათს.

5. ძილის ხანგრძლივობა
დაწექით დროულად და ნუ დააყენებთ მაღვიძარას ზედმეტად ადრე. თქვენ ხარისხიან გამოძინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მისი ხანგრძლივობა მინიმუმ 8 საათს შეადგენს.

6. შეცვალეთ ლეიბი
ხანდახან უძილობის მიზეზად შეიძლება ძველი, მოუხერხებელი ლეიბი იქცეს. შეიძლება ის ერთი შეხედვით არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ უბრალოდ ვერ ეგუებოდეთ მას. სცადეთ მისი შეცვლა გარკვეული პერიოდით, თქვენ ხომ არაფერს კარგავთ?

ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, მთელი დღე ენერგიულობასა და სიმხნევეს შეინარჩუნებთ!