ჭურჭელს ბზინვარება რომ შევძინოთ - 10 მარტივი და სასარგებლო რჩევა
1. ჩაიდანს ან ყავადანს ნადები რომ მოაშოროთ, ჩაასხით მასში წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სოდა, მოურიეთ და აადუღეთ. წყალი გადაღვარეთ, ჭურჭელს თბილი წყალი მოავლეთ და შეამშრალეთ.
2. ხორცის გატარების შემდეგ ხორცსაკეპ მანქანას ადვილად გარეცხავთ, თუ მასში ჯერ კარტოფილს ან პურს გაატარებთ.
3. ნუ გააშრობთ ხორცსაკეპი მანქანის დანებს ანთებულ ცეცხლთან ან გაზთან. ასე დააჩლუნგებთ მათ. ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ.
4. თუ მინის გრაფინმა ნადები მოიკიდა, ჩაასხით მასში ცხელი წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ძმარი და კარგად მოურიეთ. ცოტა ხანი გააჩერეთ, შემდეგ ნარევი გადაღვარეთ და რამდენჯერმე გამოავლეთ თბილი წყალი.
5. ფაიფურის ჭურჭელი არ გარეცხოთ ცხელი წყლით. ასე მინანქარი სკდება და დროთა განმავლობაში ჭურჭელი გაგიყვითლდებათ.
6. მინის ჭურჭელმა კარგად რომ იბზინოს, შემდეგნაირად გარეცხეთ: 1 ლიტრ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი წმინდა მარილი და 2 სადილის კოვზი ძმარი. ნარევში გარეცხეთ მინის ჭურჭელი, ვაზები, შემდეგ რამდენჯერმე გაავლეთ თბილ წყალში და ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ.
7. კვირაში ერთხელ სამზარეულოს ხის კოვზებს სოდის აბაზანა მოუწყვეთ (1 ლიტრი წყალი და 1 სადილის კოვზი სოდა). გაავლეთ ცივ წყალში და კარგად გამოაშრეთ.
8. პლასტიკატის კონტეინერები, სადაც ყველს ან სხვა მძაფრსუნიან პროდუქტებს ინახავთ, სოდიან წყალში გარეცხეთ (1 ლიტრი წყალი და 1 სადილის კოვზი სოდა).
9. გამუქებული ვერცხლის გასაწმენდად ლიმონის წვენში არეული სიგარეტის ფერფლი დაგეხმარებათ. გაწმენდის შემდეგ ვერცხლეული (დანა-ჩანგალი, მონეტები, სამკაულები) თბილ წყალში გაავლეთ და ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ. ასევე, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: ვერცხლეულს ან ლიმონის წვენის აბაზანა მოუწყოთ, ან კბილის პასტით კარგად გახეხოთ, თბილ წყალში გაავლოთ და შეამშრალოთ.
10. თუ ქვაბში კერძი მიგეწვათ, დაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი მარილი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ მიმწვარნარჩენებიან ქვაბს მარტივად გარეცხავთ. ხოლო თუ მომინანქრებულ ქვაბში მიგეწვათ კერძი, შემდეგნაირად მოიქეცით: ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი, ძირი კარგად უნდა დაფაროს. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სოდა და დაბალ ცეცხლზე ცოტა ხანი ადუღეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ქვაბს ადვილად გარეცხავთ და მასში ლაქაც არ დარჩება.