როგორ მოვირჩინე თვალების ანთება შინაური რეცეპტებით
ერთ ზაფხულს აგარაკზე გამიწითლდა თვალები, ამირტყდა ცრემლდენა, ჩხვლეტა (თითქოს თვალში რაღაც ჩამივარდაო). აფთიაქი შორი იყო, სამაგიეროდ, ბუნებრივი საშუალებების დიდი არჩევანი მქონდა. ადრე ბავშვები თვალების ანთებისგან კამის თესლით მოვარჩინე. გადავწყვიტე, ახლაც იგივე წამალი მესინჯა - ძალიან მომიხდა და სიამოვნებით გასწავლით თქვენც:
- თუ თვალები ხშირად გიწითლდებათ, უნდა მოამზადოთ ჩვეულებრივი ხახვის ნახარში, დაუმატოთ ცოტა თაფლი, კარგად აურიოთ და თვალები დღეში 4-5-ჯერ ამ ხსნარით გაიწმინდოთ.
- თუ ამან შედეგი არ გამოიღო, აიღეთ 2 ჩაის კოვზი მრავალძარღვას დაფქული თესლი, დაასხით 2 ჩაის კოვზი ცივი წყალი და 6 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ასე 1 საათი, გადაწურეთ და მიღებული ნარევი გამოიყენეთ საფენებისთვის.
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა ან ამდენივე კამის თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15-20 წუთი გააჩერეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და ამ გაგრილებულ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონები 15-20 წუთით დაიდეთ თვალებზე.
თვალებს ფიჭვი და შავი მოცხარიც უხდება - აიღეთ ახალგაზრდა, ერთწლიანი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვი - 4-5 სადილის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სადილის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სადილის კოვზი. მოათავსეთ ლიტრიან ჭურჭელში, ჭურჭელი პირამდე გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში წყლის მაგივრად, დღეში 0,5 ლ -მდე.
- აიღეთ 1 კგ შავი მოცხარი, ჩაყარეთ მინის ქილაში და დააყარეთ 1200 გრ შაქარი. ქილა შედგით მაცივარში, გააჩერეთ ერთი დღე - ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს , კარგად მოურიეთ.
მიირთვით ყოველდღე, დღეში ორჯერ, 50 გრამი.