სიცხის დამწევი არაჩვეულებრივი ხალხური საშუალებები!
ბევრ მცენარეს სიცხის დამწევ და ოფლმდენ ეფექტთან ერთად სამკურნალო მოქმედებაც აქვს.
- მაღალი სიცხის დროს აიღეთ სამი სადილის კოვზი შავი მოცხარის კვირტისა და ფოთლის ნარევი შეფარდებით 1:2, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ და მიირთვით თბილი, დღეში 3 - ჯერ - 100 - 150 გრ, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.
- შეურიეთ ერთმანეთს 40 გრ ჟოლოს ნაყოფი, 40 გრ ვირისტერფას ფოთოლი და 20 გრ თავშავას ბალახი. 2 სადილის კოვზი ეს ნარევი ხუთი წუთის განმავლობაში ადუღეთ ორ ჭიქა წყალში. გადაწურეთ და მიიღეთ ცხელ - ცხელ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ( ამ ნახარშს სიცხის დამწევთან ერთად იმუნომასტიმულირებელი ეფექტიც აქვს, ამიტომ რეკომენდებულია გაციებისა და გრიპის დროს ).
- აურიეთ ერთმანეთში თითო კოვზი ბაღის პიტნის ფოთოლი, ცაცხვისა და დიდგულას ყვავილი. მაქსიმალურად დააქუცმაცეთ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ეს ნარევი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორ საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1/2 ჭიქა, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.