მოუვლელი, ნადებით დაფარული აბაზანა ყოველთვის უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა. მოგვიანებით ამ ხრიკს მივაგენი...

მოუვლელი, ნადებით დაფარული აბაზანა ყოველთვის უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა. მოგვიანებით ამ ხრიკს მივაგენი...
ჩვენ ყველანი აღფრთოვანებულნი ვართ ფოკუსებით, რომლებიც აადვილებს ჩვენს ცხოვრებას, ხოლო სახლს - ზღაპრულად სუფთას ხდის. ქალები ყოველთვის მზად არიან, გამოიგონონ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება მეგობრებს. სუფთა სახლი ოჯახის ბედნიერებისა და ჯანმრთელობის საწინდარია, ხოლო რედესაც დალაგება თავისუფალ და გასართობ საშუალებად იქცევა, არ შეიხლება ამან არ გაგვახაროს.

ხრიკები, რომლებიც სახლში იდეალური სისუფთავის საწინდარია

  1. სუფთა ჩაიდანი
    ჩაასხით ჩაიდანში წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით. ჩართეთ და დაელოდეთ, სანამ წყალი საკმარისად გათბება. გამორთეთ ჩაიდანი და გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. ნადები გაქრება ისე, თითქოს არც არსებობდა.



  2. საცხობი ფორმა
    გახეხეთ საცხობი ფორმები სუფრის მარილით, შემდეგ გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით. ისინი ახალივით იბრწყინებს.



  3. მბზინავი ონკანი
    ცვილის ქაღალდი - საუკეთესო საშუალება ქრომირებული ონკანის გასაპრიალებლად.



  4. სუფთა ღუმელი
    იმიასთვის, რომ ღუმელი ახალივით გამოიყურებოდეს, გაწმინდეთ მისი ზედაპირი ზეითუნის ზეთში დასველებული პირსახოცით და შემდეგ გააპრიალეთ რბილი ქსოვილით.



  5. ფინჯნიდან ნადების მოშორება
    შეურიეთ თანაბარი რაოდენობით წყალი და ძმარი. მიღებული ნარევი ჩაასხით ფინჯანში და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ ფინჯანი გარეცხეთ სამზარეულოს ღრუბლით. ნადებისგან კვალიც კი არ დარჩება.



  6. ხის დასაჭრელი დაფა
    იმისათვის, რომ გავასუფთაოდ სამზარეულოს დაფა, გამოიყენეთ ეს მეთოდი: დადეთ დაფაზე პერგამენტის ქაღალდი, უხვად მოაყარეთ მარილი და ააუთოვეთ ერთი წუთის განმავლობაში. დაფა ახალივითაა.



  7. ქათქათა აბაზანა
    თქვენ უეჭველად აღფრთოვანებული დარჩებით ამ მეთოდით! საღამოს აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით, გახსენით მასში ერთი პროცია მათეთრებელი საშუალება და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ისიამოვნეთ მიღებული შედეგით.



  8. არასასიამოვნო სუნის მოშორება
    ეს რეცეპტი სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სახლში ცხოველი ჰყავს. იმისათვის, რომ მოაშოროთ სავარძელებსა და სხვა ავეჯს არასასიამოვნო სუნი, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: გახსენით ერთმანეთში სუფრის კოვზი საკვები სოდა, 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი და ორი ჭიქა წყალი. მიღებული საშუალება მოათავსეთ სპრეი ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. რეგულარულად მიაპკურეთ ის ავეჯს. უსიამოვნო სუნის პრობლემა აღარასდროს შეგაწუხებთ.



  9. სამზარეულოს სუფთა ღრუბელი
    პლასტმასის კონტეინერში გააზავეთ ორი სუფრის კოვზი მარილი და ორი ჭიქა ცხელი წყალი. ჩატოვეთ ღრუბელი ამ ხსნარში მთელი ღამით. ახლა უკვე შეგეძლებათ გარეცხოთ ჭურჭელი სუფთა ღრუბლით.



  10. გატეხილი კვერცხი
    მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევისას მოაყარეთ კვერცხს მარილი და დატოვეთ 15 წუთით. შემდეგ უბრალოდ მოაშორეთ კვერცხი ნებისმიერი ზედაპირიდან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.



  11. იდეალურად სუფთა ნიჟარა
    თუ გაწმენდთ ნიჟარის ზედაპირს მარილმოყრილი ლიმონით, ის ახალივით იბრწყინებს.



  12. მიმწვარი ცხიმი
    მოაყარეთ მიმწვარ ტაფას ცოტა მარილი და დაასხით წყალი. დტოვეთ 15 წუთით. ამის შემდეგ მიმწვარი ცხიმი ადვილად მოშორდება.



  13. მბზინავი ჭიქები
    თუ გსურთ, ჭურჭელმა ახალივით იბრწყინოს, გარეცხეთ ისინი სუფრის ძმრით და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში. მიღებული შედეგი თითოეულ დიასახლისს სასიამოვნოდ გააოცებს.



ამ მარტივი ხრიკების წყალობით სახლში სისუფთავის შენარჩუნება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვეულებისამებრ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორამცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!