ახალი წელი რომ ბოლომდე "შეირგოთ" - კერძების სია, რომლებსაც ყველაზე მეტი ზიანი მოაქვთ
ყოველ წელს ახალი წლის ღამეს სასწრაფო დახმრების სამსახურში საკმაოდ ბევრი ზარი შედის. მოქალაქეები ხან სადღესასწაულო ტრავმების, ხანაც საკვებით მოწამვლის გამო რეკავენ. ბევრი იფიქრებს, დღესასწაულთან სასწრაფო დახმარება რა მოსატანიაო, მაგრამ ვისაც ეს დასჭირდა, სულ სხვანაირად ფიქრობს. თქვენც გირჩევთ, რომ უსაფრთხოების წესები არც დღესასწაულზე დაივიწყოთ.
რჩევებს არც ექიმები იშურებენ. მათ შეადგინეს იმ კერძების სია, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველაზე მეტი ზიანი მოაქვთ. ასევე გაფრთხილებენ, რომელი კერძების "არევა" არ ღირს ერთმანეთში.
ვქეიფობთ დილამდე
გულძმარვა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ გულისრევა და მოწამვლა - ეს სიმპტომები ნებისმიერ სადღესასწაულო განწყობას ჩაგიშხამებთ. როგორც აღმოჩნდა, ახალი წლის ყველაზე დიდ მავნებლად ყოველ წელს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სახელდება. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ სასმელი ნორმალურად შევირგოთ?
მთავარი შეცდომა, რასაც ხალხი ახალ წელს ალკოჰოლის სმის დროს უშვებს, სასმელების ერთმანეთში არევაა. უფრო სწორად, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელის.
გაზიანი ბუშტუკები ალკოჰოლის სისხლში გადასვლის პროცესს აძლიერებს. ამის გამო უფრო მალე თვრებით, ნაბახუსევი კი უფრო ძლიერი გექნებათ.
სახიფათო მაიონეზი
რა არის საახალწლო სუფრა სალათა "ოლივიეს" გარეშე? მისი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ ყოჩაღი ქართველი დიასახლისები ერთი სალათით არ ვკმაყოფილდებით და შედეგად "ოლივიეს" გვერდს უმშვენებს კრაბის სალათი, ქათმის სალათი, თევზი მაიონეზში და ასე შემდეგ. ექიმები გირჩევენ, რომ მაიონეზიანი სალათების ნაირფეროვნება შეზღუდოთ ან არაჟნითა და მცნარეული ზეთით ჩაანაცვლოთ. მაიონეზით მოწამვლები საახალწლო პერიოდში საკმაოდ ხშირია, რადგან როგორც წესი, კერძები რამდენიმე დღით რჩება ჩვენს მაცივრებში. მაიონეზი საკმაოდ მალე ფუჭდება და ხშირად მოწამვლას იწვევს. მით უმეტეს მავნებელია მაიონეზი, როცა მას ასევე ძნელად მოსანელებელ ნიგვზიან კერძებთან ერთად მიირთმევენ.
მაცდური შამპანური
დღესასწაული შამპანურის გარეშე წარმოუდგენელია. ეს სასმელი უკვე თავად არის დღესასწაული. სამაგიეროდ, "გულძმარვა" და შებერილობა მისი ლოგიკური დასასრულია. ამიტომ 2 ბოკალზე მეტს ნუ მიირთმევთ.
ცხიმიანი ხორცი
მწვადები, მსუქანი ინდაურის საცივი, ცივად მოხარშული ღორის ხორცი - ამ კერძებისგან თავის შეკავება მართლაც ძნელია. ყველას კუჭნაწლავს ნამდვილად არ შეუძლია ამის მონელება. გახსოვდეთ ისიც, რომ ახალი წლის დღეებში ყველა კერძს უფრო მეტი რაოდენობით მიირთმევთ, ვიდრე სხვა დროს. იქნებ სცადოთ და ღორის ხორცი კურდღლით, ინდაური კი ქათმით ჩაანაცვლოთ...
კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ზემოხსენებულის მსგავსად ქართულ ტრადიციებთან ახლოს ვერ მოდის, მაგრამ მაინც გირჩევთ: ხორცეული ბოსტნეულის გარნირით მიირთვით. ეს მონელებას უწყობს ხელს.
მავნე მანდარინი
ამ ციტრუსის გარეშეც ვერ დადგება ახალი წელი. სასარგებლოცაა, გემრიელიც და ანაყრებს კიდეც. მაგრამ ექიმები გაფრთხილებენ: ვისაც კუჭის წყლულის ნიშნები, კოლიტი, გასტრიტი ან ქოლეცისტიტი აწუხებს, მანდარინი ძალიან შეზღუდული რაოდენობით უნდა მიირთვას.
ასევე გაითვალისწინეთ - არ მიირთვათ მანდარინი ძირითადი კერძის შემდეგ. ხორცის "თავზე" მოქცეულებს" კუჭში ლოდინი მოუწევთ, როდის გადამუშავდება ხორცი. ეს "ლოდინის" პროცესი ყველაზე საშინელებაა კუჭისთვის. ამიტომ მანდარინით დაიწყეთ და მსუყე კერძები მერე მიირთვით.
წონის მატება
ბევრი საკვები კუჭში დისკომფორსტ იწვევს, შესაბამისად ისეთი წამლების მიღებას ვიწყებთ, რომლებიც ფერმენტებს შეიცავს. მაგალითად, მეზიმ ფორტე, პანკრეატინი, ფესტალი, კრეონი... ფერმენტები კი წონაში მატებას უწყობს ხელს, რადგან ორგანიზმს საკვების უკეთ შეთვისებაში ეხმარებიან.
ამიტომ ფერმენტების ნაცვლად მონელების პრობლემებისას პროკინეტიკების ჯგუფის მედიკამენტები დაიხმარეთ. ისინი კუჭის კუნთებს ააქტიურებენ და საკვების მონელებას აჩქარებენ.