უებარი საშუალება ნაბახუსევისთვის: განსაკუთრებით აქტუალურია დღესასწაულების შემდეგ

უებარი საშუალება ნაბახუსევისთვის: განსაკუთრებით აქტუალურია დღესასწაულების შემდეგ
სადღესასწაულო სუფრა ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მეორე დილით თავს საშინლად გრძნობთ - გეცნოთ სიტუაცია? გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი და საშინელი ხასიათი - ეს ყველაფერი ნაბახუსევის სინდრომებია. ამ დროს თქვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება: დასვენება და დეტოქსიკაცია.




როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს

ბევრისთვის საყვარელი კიტრის წვენი მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება არ არის დიდი ოდენობით ძმრის, შაქრისა და მარილის შემცველობის გამო. ეს დამატებითი დარტყმაა ღვიძლისთვის! გთავაზობთ გამოიყენოთ უფრო მოქმედი საშუალება: დაამზადეთ სასმელი ახალი და ნატურალური პროდუქტებისგან.


ინგრედიენტები

  • 1 დიდი კიტრი
  • 0,5 სუფთა წყალი
  • 1 ლაიმის წვენი
  • 0,5 კონა პიტნა
  • სტევია (ან სხვა დამატკბობელი გემოვნებით)


მომზადება


გათალეთ კიტრი, დააბლენდერეთ და დაამატეთ პიტნა, ლაიმის წვენი, სტევია და წყალი, მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ ბოლოდ დაამატოთ ყინულის კუბები.



ეს კოქტეილი სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. საიდუმლო კი ნატურალურ ინგრედიენტებშია, რომლებსაც ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს, აუმჯობესებს საკვების მონელებას და ღვიძლის მუშაობას, ხსნის გულის რევის შეგრძნებას.