უძველესი დროის მედიცინის უცნაური სამკურნალო მეთოდები

უძველესი დროის მედიცინის უცნაური სამკურნალო მეთოდები
ეს სამედიცინო ფაქტები 21 საუკუნის ადამიანის გადმოსახედიდან ნამდვილად სასაცილო და ცოტათი გიჟურიცაა. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენმ რომ ტვინი პასუხისმგებელია სისხლის გაციებაზე, ხოლო ინტელექტი და აზროვნება დამოკიდებულნი არიან გულზე. თვით ჰიპოკრატეც კი უცნაურ დიაგნოზებს სვავდა, მაგალითად "მხეტიალე" საშვილოსნოს თაობაზე.

როგორ მკურნალობდნენ ჩვენი წინაპრები?
1. ვერცხლისწყლის აბაზანები. ლეგენდის მიხედვით იაპონიის პირველი იმპერატორი, ცინ შიახუანი აღმოჩნდა საფლავში ვერცხლისწყლის აბაზანის მიღების შედეგად. ამ მეთოდიდ იგი ცდილოობდა უკვდავების მოპოვებას, თუმცა სწორეს ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი 40 წლის ასაკში. ვერცხლისწალი გამოიყენებოდა სეფსიის საწინააღმდეგოდ და კანის დაავადებების სამკურნალოდ. ასევე მას იყენებდნენ კოსპეტიკის დასამზადებლად. უკუჩვენება: ნელი სიკვდილი.

უძველესი დროის მედიცინის უცნაური სამკურნალო მეთოდები

2. თამბაქოს კვამლის ოყნა. ექიმები თვლიდნენ, რომ თამბაქოს კვამლს შეუძლია თითქმის მკვდარი ორგანოების გამოცოცხლება. თამბაქოს ოყნა პოპულარული გახდა საზოგადოებაში და მას გამოიყენებდნენ: გაციებისას, თავის, მუცლის ტკივილისას და სხვ.



3. წრიულად მოძრავი მაგიდა. მე-19 საუკუნეში ექიმები ამ მეთოდს გამოიყენებდნენ ფსიქოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ცეპებით დაბმა, ბნელ ოთახში მოთავსება, ცივი დუში, მომადუნებელი, დასამშვიდებელი ნარკოზი და სხვა ამგვარი მეთოდები შედეგს არ იძლეოდნენ, სწორედ ამიტომ ახალი მეთოდის კვლევაში ექიმებმა აღმოაჩინეს წრიულად მოძრავი მაგიდა, სადაც კომფორტულად მოათავსებდენ პაციენტებს და ატრიალებდნენ იქამდე, სანამ გონებას არ დაკარგავდნენ. ითვლებოდა, რომ ამ კარუსელს შეეძლო განეკურნა ადამიანი შიზოფრენიისაგან და სხვა ფსიქიკური დაავადებებისაგან.



4. 1900 წლის დასაწყისში რადიოაქტიური წყალი იყო ძალიან პოპულარული, რომლითაც კურნავდნენ ფსიქიკურ დაავადებებს და ასევე ითვლებოდა, რომ რადიოაქტური წყალი ხელს უშლიდა დაბერებას. მას ასევე ხმარობდნენ მალარიის წინააღმდეგ. რადიაციას უმატებდნენ არა მხოლოდ წყალში, არამედ კანფეტებში და კბილის პასტებში. სპას მოყვარულებისათვის პოპულარული გახდა რადიოაქტიური კურორტების სტუმრობა. დღეს დღეობით ჩვენ ვიცით, რომ რადიაციული დასხივება მომაკვდინებელია და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს შეუძლია მისი 80%_ის გაფილტვრა, დანრჩენილი 20% აკუმულირდება ძვლებში და სისხლში.



5. ვიბრატორები ქალების ისტერიკის სამკურნალოდ. უძველეს დროში ექიმებმა იცოდნენ, რომ ქალების ძალიან დიდი რიცხვი ვერ განიცდიდა ორგაზმს, რასაც საბოლოო ჯამში ისინი ისტერიულობამდე, ადვილად გაღიზიანებადობამდე და ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავდა. სწორედ ამიტომ, ექიმებმა გამოიგონეს ვიბრატორი, საშუალება, რომლითაც ქალები შეძლებდნენ თვითდაკკმაყოფილებას და ორგაზმის მიღწევას და თავიდან აირიდებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს.



6. წურბელები. უძველეს დროში, პარიკმახერთან მიდიოდნენ არა მხოლოდ თმმის შესაჭრელად და წვერის გასაპარსად, არამედ კბილის ამოსაღებად, მოტეხილი ხელის ფიქსაციისათვის და სისხლის გაწმენდისათვის. თავდაპირველად წურბელებს გამოიყენებდნენ სხეულიდან ბოროტი სულების გასადევნად, ხოლო შემდეგ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ძველი მედიცინის ექსპერტები თვლიდნენ, რომ ორგანიზმში უნდა ყოფილიყო ოთხი სახის სითხის ბალანსი, ხოლო სისხლდენა იყო ამ ბალანსის შენარჩუნების ერთადერთი მეთოდი.



7. მორფი. ძველ დროს მორფი იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერ აფთიაქში, თუმცა როგორც ტკივილგამაყუჩებელს, მას დღესაც გამოიყენებენ. წარსულში ის იყო პოპულარული წამალი გაციების, უძილობის და მენსტრუაციული ტკივილების დასამარცხებლად. მორფს პატარა ბავშვებზეც კი იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებლად, როდესაც მათ ამოსდიოდათ კბილები და ეჭრებოდათ ღრძილები.



8. თავის ქალის ტრეპანაცია. ეს მეთოდი პოპულარული იყო ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში. მას მიმართავდნენ ისეთი გენიალური ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჰიპოკრატე და გალენი. ამ მეთოდს გამოიყენებდნენ ბოროტი სულის განსადევნად ადამიანის სხეულიდან. პროცესი იყო წარმოუდგენლად მტკივნეული და ტარდებოდა ანესთეზიის გარეშე.



9. კანიბალიზმი. დღეს-დღეობით მედიცინა ძალიან ხშირად გამოიყენებს ერთი ადამიანის სხეულს, მეორის გადასარჩენად: სისხლის გადასხმა, ორგანოების გადანერგვა და სხვ. თუმცა ჩვენს წინაპრეპს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდათ განსხვავებული წარმოდგენა. თავის ტკივილის შემთხვევაში, ძველი ეგვიპტელები ურჩევდნენ პაციენტს მუმიის თავის ფხვნილს. კუნთების ტკივილის შემთხვევაში, ექიმები პაციენტს ურჩევდნენ მის შეზელვას ადამიანის ქონით. ეპილეპსია? რომალელები თვლიდნენ, რომ გლადიატორის სისხლს შეეძლო მისი მორჩენა. ადამიანის ორგანოები, ქონი, ძვლები, სისხი და მუმიფიცირებული ნარჩენები ძველ დროში ითვლებოდნენ სასწაულმოქმედებად და ხშირად გამოიყენებდნენ მათ მე-18 საუკუნემდე.