ამ 2 ინგრედიენტისგან შემდგარი რეცეპტი ნამდვილი მიგნებაა ბრონქიტის სამკურნალოდ!

ამ 2 ინგრედიენტისგან შემდგარი რეცეპტი ნამდვილი მიგნებაა ბრონქიტის სამკურნალოდ!
ბრონქიტი - ბრონქების ანთებით დაავადებას ნიშნავს. ბრონქიტი, ჩვეულებრივ, ინფექციური ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი ბრონქების ლორწოვანზე ქიმიური ნივთიერებების (ლაქის, საღებავის, მჟავებისა და ტუტეების) ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (თამბაქოს კვამლის, მტვრის, ცხოველთა ბეწვის) ზემოქმედების შედეგია. ფაქტია ისიც, რომ ბრონქიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზად თამბაქოს წევა მიიჩნევა. განასხვავებენ ბრონქიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. Fpaparazzi-ის გთავაზობთ უმარტივეს რეცეპტს, რომელიც ჯანმრთელობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ, მოგეხსნებათ ქოშინი, აღარ დაგემართებათ შეტევები, ისე ხშირად აღარ გაცივდებით.


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 1 კგ თეთრი ხახვი წვრილად დაჭერით, 1 კგ შაქარი დაამატეთ და დადგით მზეზე 2 კვირა.
  2. გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი უზმოზე.


ექიმის კომენტარი: ხახვი ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. მას მართლაც აქვს ბაქტერიების გამანადგურებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. განსაკუთრებით გამოირჩევა თეთრი ხახვი. მისი წვენი ეფექტიანია ბრონქიტების, ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, მწვავე ანთებების დროს. მოწოდებული რეცეპტი სავსებით რეალურია და მის გამოყენებას ვურჩევთ ქრონიკული ხველით შეწუხებულთ.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"