10 უძველესი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც სისხლს გაგიყინავთ.

10 უძველესი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც სისხლს გაგიყინავთ.
თანამედროვე ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ უყოყმანოდ ენდობიან მედიცინას და ექიმების დახმარებას იღებენ ჩვეულებრივი სურდოს შემთხვევაშიც და მძიმე ავადმყოფობის დროსაც. მაგრამ ისეთო დროც იყო, როდესაც ვირუსებს მთელი ხალხები გაუწყვეტიათ, ხოლო სამედიცინო დახმარება უფრო იყო მარჩიელობა, როცა უძლიერესი ახერხებდა გადარჩენას.



1. სისხლის გამოშვება


სისხლის გამოშვება არის ძველი და შემზარავი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც უკვე ათასწლეულების განმავლობაში არსებობს. ის იმაში გამოიხატებოდა, რომ ექიმი "უშვებდა სისხლს" ცოცხალ პაციენტს იმისათვის, რომ განეკურნა მისი რომელიმე დაავადება. ზოგჯერ სისხლის გამოშვება ეხმარებოდა ხალხს ზოგიერთ დაავადებებთან (მაგალითად, სიმსუქნე ნივთიერებათა ცვლის პრობლემებთან დაკავშირებით) ბრძოლაში. მაგრამ, როგორც წესი, ის უფრო ავნებდა კაცს, ვიდრე არგებდა.

პროცედურა საკმაოდ მარტივი იყო: ექიმი იღებდა ლანცეტს, დანას, სამართებელს ან ნებისმიერ ბასრ საგანს და გადაჭრიდა ვენას (ჩვეულებრივ პაციენტის ხელზე). შემდეგ ექიმი პაციენტის ხელის ქვეშ დგამდა ვედროს, რომელშიც იღვრებოდა სისხლი. ჩვეულებრივად შედეგი იყო სისხლის დაცლა, რაც ასუსტებდა პაციენტის იმუნურ სისტემას.



2. პლასტიკური ქირურგია


დასავლეთში თანამედროვე პლასტიკური ქირურგია უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ცოტა გამაყუჩებელი , ერთი-ორი საათი და პირბადე - ადამიანი ისე გამოიყურება, როგორც მას ეს ყოველთვის უნდოდა. მაგრამ ასეთი ოპერაცია ყოველთვის არ იყო იოლი პრაქტიკა. უძველესმა ისტორიამაც შემოგვინახა რინოპლასტიკის (ცხვირის ქირურგიის) და პლასტიკურ-კოსმეტიკური ქირურგიის სხვა ფორმების მტკიცებულებანი.

ინდოეთში უძველეს ადამიანებს განსაკუთრებით უყვარდათ სხვადასხვა პლასტიკური ოპერაცია, მკერდის ზომების შემცირების ოპერაციებიც კი კეთდებოდა. ყველაფერ ამას აკეთებდნენ ბასრი ქვების, დანების ან სხვა ისეთი საგნების დახმარებით, რომლებიც შესძლებდნენ პაციენტის ტანიდან ხორცის მოცილება...თანამედროვე გამაყუჩებელი საშუალებების გამოყენების გარეშე. ძველ ინდურ ტრაქტატში "სუშრუტა-სამხიტა" (ის თარიღდება ჩვენ წესთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წლით) აღწერს ასეთ პრაქტიკას. არსებობენ ჯერ კიდევ ჩვენ ერამდე 7000 წლით დათარიღებული მონაცემები პლასტიკური ქირურგიის შესახებ (ადგილობრივი ანესტეტიკების გამოგონებამდე გაცილებით ადრე).



3. ტრეფინაცია


ტრეფინაცია - ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო პროცედურა. არსებითად, ეს არის პირველი ცნობილი ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის თავში ნახვრეტის გაბურღვას და ტვინის ქსოვილის შემდგომ კვლევას. ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში აღმოცენდა, ხოლო მტკიცებულებები განეკუთვნებიან ჩვენ ერამდე 7000 წელს.

ძველმა ბერძნებმა მთელი მეცნიერება მიუძღვნეს ამ პრაქტიკას. თუმცა ეს პრაქტიკა დღეს შიშს გვრის, ძველი საბერძნეთის ბრძოლის ველებზე მიღებული ტრამვები უფრო საშინელი იყვნენ. ამიტომ თავის ქალიდან გაბზარული ძვლის ნატეხის ამოღებით ან თავის ტრამვის შემდეგ ტვინზე დაწოლილი სისხლის მოცილებით ფაქტობრივად შესაძლებელი იყო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

მოგვიანებით ისტორიაში ეს პრაქტიკა გამოიყენებოდა სავარაუდოდ შეშლილი ადამიანების "დემონებიდან განთავისუფლების" მიზნით (თავის ქალაში ნახვრეტის გაბურღვით დემონებს ადამიანის სხეულიდან გასვლის საშუალება ეძლეოდათ). მაგრამ ყველაზე საშინელი მთელ ამ ამბავში ის იყო, რომ ტრეფინაცია და ტრეფანაცია ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო თავის ტრამვის არქონის დროსაც. ძველ დროში ამ პრაქტიკას ჯანმრთელ ადამიანებზეც იყენებდნენ.

4. სილფის გამოყენებით შობადობის კონტროლი


როცა ძველი ბერძნები არ ბურღავდნენ ნახვრეტებს ადამიანთა თავებში და არ იპყრობდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთს, მათ ადარდებთან სხვა სამედიცინო პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი იყო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების აღმოჩენა ან გამოგონება ფეხმძიმობის ასაცილებლად.

ძველი ბერძნები იყენებდნენ მცენარეს სახელწოდებით სოლფი (ის ძალიან წააგავს მზესუმზირას), რომელიც მაშინ გამოიყენებოდა წამლის სახით. ჩასახვის საწინააღმდეგოდ სილფის ათავსებდნენ საშოში საკმაოდ უცნაური აპლიკატორის დახმარებით. ძველად მატყლის ნაჭერს ასველებდნენ მცენარის წვენით, ჩადებდნენ ქალის საშოში და უკეთესის იმედად იყვნენ.

5. ქალის წინადაცვეთა


სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა დღესაც არსებობს, თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალთა სასქესო ორგანოებზე თანამედრო დამასახიჩრებელი ოპერაციების საყოველთაო აკრძალვისკენ მოუწოდებს. ქალთა წინადაცვეთა ფართოდ იყო გავრცელებული ათასი წლების განმავლობაში. ჰეროდოტე აღწერს ასეთ პროცედურას ეგვიპტეში ჩვენ ერამდე 500 წელს.

მთელი ისტორიის მანძილზე ეს ბარბაროსული პრაქტიკა ხორციელდებოდა სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მიზეზების გამო. მეთოდების დიაპაზონი ასეთი იყო: კლიტორის (მიკის) წვერის მოჭრიდან მთლიანად კლიტორისა და სასქესო უბების ამოჭრამდე. "ფარაონების წინადაცვეთას" უწოდებდნენ იმას, რომ სრულად იღებდნენ კლიტორსა და სასქესო უბეებს, ხოლო დარჩენილ ხორცს ორივე მხრიდან გაჭიმავდნენ საშოზე და ერთად ამოკერავდნენ.

მცირე ნახვრეტს ტოვებდნენ შარდის გამოდენისათვის და მენსტრუალური სისხლის გასანთავისუფლებლად. ასეთი ოპერაციების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რელიგიური, ან ინიციაციის რიტუალის გამოვლენა. ხშირად ამ პროცედურებს აძალებდნენ ქალებსა და გოგოებს უმანკოების შენარჩუნების მიზნით ან მამაკაცებისათვის სექსუალური დაკმაყოფილების გასაძლიერებლად.