7 კოშმარული მოწყობილობა, რომელსაც წარსულში ლამაზი სხეულის მოსაპოვებლად იყენებდნენ.
როგორ ახერხებდნენ სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებას ჩვენი წინაპრები? გაგიკვირდებათ და არც წინა საუკუნეებში წარმოადგენდა ტრენაჟორები იშვიათობას. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს უცნაური მოწყობილობები გაცილებით უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა უწინ, ვიდრე დღეს. დღეს ჩვენ გთავაზობთ 7 ყველაზე უცნაურ მოწყობილობას, რომელსაც ჩვენი წინაპრები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მე-19 და მე-20 საუკუნეებში სხეულის ლამაზი ფორმების მოსაპოვებლად.
1. ვიბრირებადი ქამრები
გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს მოწყობილობა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. უწინ მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ფეხზე დგომა და ვიბრირებადი ქამრები საკმარისი იყო ცელულიტებისა და ცხიმების მოსაშორებლად.
2. ელექტრო ველოსიპედი წარსულიდან
ეს მოწყობილობა საკუთარი კონტრუქციით თანამედროვე ელექტრო ველოსიპედს გვაგონებს. ერთადერთი შტრიხი, რომელიც ჩვენს გაოცებასა და გაკვირვებას იწვევს, ეს უცნაური ჩაფხუტია. რა დანიშნულება ეკისრა მას?
3. მაგიური სკამი
ერთი შეხედვით ეს უბრალო მრავალფუნქციური ტრენაჟორია, რომელიც სხეულის სხვადასხვა კუნთების გასავარჯიშებლად გამოიყენება. სწორედ მისი დახმარებით ცდილობდნენ გასულ საუკუნეში სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებას.
4. ცანდერის მექანიზმი
გუსტავ ცანდერის აპარატები თანამედროვე ტრენაჟორების წინამორბედად ითვლება. ცანდერის პირველი ტრენაჟორი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. სურათზე ნაჩვენები ამ უცნაური კონსტრუქციის დანიშნულება ჩვენთვის უცნობია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მექანიზმი ფეხების მასაჟორი იყო.
5. მუცლის მასაჟორი
ეს ვარდისფერი მოწყობილობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი დახმარებით ქალბატონები ცდილობდნენ მუცლის კუნთების ტონუსში მოყვანას.
6. შოკერი
ეს ჯოჯოხეთური მექანიზმი, რომელიც ცხიმის დასაწვავად გამოიყენებოდა, მე-20 საუკუნეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა საკმაოდ ხშირად სწორედ ეს აპარატი წარმოადგენდა გულის გაჩერებისა და ეპილეფსიის გამომწვევ მიზეზს, რის გამოც მან ხანმოკლე დროში მოხვეჭილი დიდი პოპულარობა სწრაფადვე დაკარგა.
7. ბრუნვადი ჰამაკი
გაგიკვირდებათ, თუმცა ეს უცნაური მოწყობილობა ხერხემლის გასასწორებლად გამოიყენებოდა. ითვლებოდა, რომ ამ არასტანდარტული გზით ქალბატონებს შეეძლოთ წვრილი წელისა და ლამაზი თეძოების მოპოვება.