10 ყველაზე გახმაურებული ქურდობის ისტორია

10 ყველაზე გახმაურებული ქურდობის ისტორია
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია – Empire State Building–ის მოპარვა? რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, გვიპასუხებთ თქვენ. ამგვარი რამ კი სინამდვილეში მართლაც მოხდა. იცოდით, რომ ერთხელ ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“–ც მოიპარეს? მოკლედ, დღეს მოგითხრობთ ისტორიის 10 ყველაზე საზარელი ქურდობის შესახებ და აქვე დავძენთ, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი დღემდე არაა ნაპოვნი.

1. “Mona Lisa.”

ისტორიის ერთ–ერთ გახმაურებულ ქურდობად 1911 წელს ლუვრიდან მოპარული ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ მიიჩნევა. შედევრი ლუვრში მომუშავე მინის ხელოსანმა – Vincenzo Peruggia–მ მოიპარა, მისივე მუშაობის ერთ–ერთ დღეს, როცა შენიშნა, რომ რაღაც მომენტში ნამუშევარს არავინ იცავდა. Vincenzo Peruggia–მ ნახატის ჩარჩო თავიდან მოიშორა, ხოლო ტილოს 2 წლის მანძილზე პარიზში, მისივე სახლში, ორმაგ ძირიან ჩემოდანში ინახავდა. ქურდი მაშინ დააკავეს, როცა იგი იტალიაში მოპარული ტილოს გაყიდვას შეეცადა.

2. “The Scream.”
ეს ნორვეგიელი ფერმწერის – Edvard Munch–ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტილო “კივილი” გახლავთ. მუზეუმში იგი სახელგანთქმული „მონა ლიზას“ გვერდითაა განთავსებული და სამწუხაროდ ისიც ასევე ქურდობის მსხვერპლია. ტილოს ავტორმა სიცოცხლეში (1863 – 1944) ამ ცნობილი ტილოს რამდენიმე ვერსია შექმნა. 2004 წელს ორი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა ოსლოში არსებულ – Edvard Munch–ის მუზეუმში და პორტრეტი გაიტაცა. 2 წელი მოპარული ტილოს შესახებ არაფერი ისმოდა, ხოლო შემდგომ ტილო უეცრად გამოჩნდა, თუმცა რა ვითარებაში იქნა იგი ნაპოვნი არ ხმაურდება.

3. Dorothy–ს ფეხსაცმელები ფილმიდან – “The Wizard of Oz.”
წითელი ატლასის ქსოვილზე ბისერებით მორთული ფეხსაცმელი, რომელიც ფილმში – “The Wizard of Oz.” (1939 წ–ს) Dorothy–ს (Judy Garland–ს) ემოსა, 1.2 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. იმ დროისათვის ჯადოქრის ეს ერთ–ერთი წყვილი ფეხსაცმელი მიჩიგანში – Judy Garland–ის მუზეუმში იყო განთავსებული. გაგიკვირდებათ და 2005 წელს ფეხსაცმლის წყვილი მუზეუმიდან გაქრა. არავის ენახა რაიმე და არც ვინმეს შეეძლო რაიმეს თქმა მათი გაქრობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებს ორი ეჭვმიტანილი ჰყავდათ, საქმე გაუხსნელი დარჩა.

4. ხელოვნების ნიმუშები ბოსტონის მუზეუმიდან – Isabella Stewart Gardner Museum.
ეს გახლდათ ქურდობა, რომელიც სამყაროს არა მხოლოდ არასდროს ენახა, არამედ მსგავსი რამ არც არავის სმენია. რემბრანტი, ვერმეერი, დეგა, მანე… შეუფასებელი ტილოები გაქრა. (ფოტოზე ასახულია ვერმეერის ცნობილი ტილო „კონცერტი“.)
1990 წლის 18 მარტს ბოსტონის – Isabella Stewart Gardner –ის მუზეუმს პოლიციის ფორმაში გადაცმული 2 ადამიანი ეწვია. მათ მუზეუმის 2 მცველი გაკოჭეს და პირის ღრუები დაუხშეს, შემდგომ კი საათზე მეტი (81 წთ–ი) თან წასაღები ტილოების შერჩევას მოანდომეს. საბოლოოდ მათ შერჩეული 13 ტილო წაიღეს, რომელთა საერთო ღირებულება 500 მილიონს შეადგენდა. ნაქურდალი ტილოებიდან ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიელი ოსტატის ვერმეერის „კონცერტი“ იყო, რომლის ფასიც 250 მილიონს შეადგენდა. რა ბედი ეწია მოპარულ ტილოებს და ან სადაა მათი ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცის.

5. Empire State Building.
ნიუიორკში, მანჰეტენზე აღმართული 102 სართულიანი – Empire State Building–იც იქნა ერთხელ მოპარული, თუმცა ეს არა რეალური ქურდობა, არამედ პროვოკაცია იყო. «Daily News»–ის ორმა ჟურნალისტმა 90 წთ–ის მანძილზე გააყალბა საბუთები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი სრულუფლებიანი მფლობელები იყვნენ ნაგებობისა. მათ წარადგინეს ნოტარიალურად დადასტურებული აქტი, რომელიც სინამდვილეში ლეგენდარული მძარცველის Willie Sutton–ის მიერ იყო ხელმოწერილი. ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ფლობდნენ ფუფუნების ცათამბრჯენს, შემდგომ კი თავად აღიარეს, რომ საბუთები გააყალბეს, რათა დაემტკიცებინათ, თუ რაოდენ ადვილი იყო საბუთების გაყალბება, თვით ცათამბრჯენის დასაკუთრებაზეც კი, რადგანაც მუნიციპალურ საბუთებში ქაოტური სიტუაცია სუფევს.

6. Saliere – ოქროს იტალური სამარილე.
ოქროს სამარილე – Saliere რომლის ავტორიც იტალიელი მოქანდაკე და იუველირი – Benvenuto Cellini გახლავთ, მე–16 ს–ში დამზადდა, ფრანგი მეფე – ფრანცისკო პირველის დაკვეთით. ექსპერტების შეფასებით, ნივთის საბაზრო ფასი 65 მილიონი აშშ დოლარია.
2003 წლის 10–დან 11 მაისის ღამით, მუზეუმის რეკონსტრუქციისას – Saliere მოიპარეს. Saliere–ის საპოვნელად მუზეუმმა ჯილდოდ 70 ათასი ევრო დააწესა. მეტალის კოლოფში განთავსებული სამარილე 3 წლის შემდგომ ავსტრიის ტყეში იპოვნეს. როგორც გაირკვა, ნივთი მუზეუმის ტექნიკოსმა – Robert Manga–მ მოიპარა, ვინაც სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის უვარგისობა დაემტკიცებინა. თუმცა სასამართლომ ეს სიმართლედ არ მიიჩნია და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

7. მონარქების ზარი ქ. ტაკომადან.
ეს ამბავი ვაშინგტონის შტატის ქ. ტაკომაში მოხდა, სადაც ბუდისტური მონასტრიდან 1360 კგ–ის მქონე ზარი მოიპარეს. ადგილობრივი პოლიცია ირწმუნებოდა, რომ თუ ქურდები არამიწიერი ძალის მქონენი არ იყვნენ, მათ სპეციალური ასაწევი მოწყობილობა და სატვირთო მანქანა უნდა გამოეყენებინათ, თანაც ვიღაცას მაინც უნდა გაეგო ზარის ხმა. ქურდებმა კი ეს უჩვეულო ძარცვა უხმაუროდ ჩაატარეს. მონასტრის ბინადარნი მართალია ვერ ასახელებდნენ ზარის საფასურს, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ვიეტნამში დამზადებული ზარი მათთის შეუფასებელ საგანძურს წარმოადგენდა. ნაქურდალი ნივთი ნაპოვნი იქნა 3 წლის შემდგომ, როცა ვიღაც ლამობდა მის ჯართში ჩაბარებას. მომავალი მყიდველი მაშინვე პოლიციაში გაემართა და ქურდებიც ასე დააპატიმრეს.

8. მსოფლიოს ყველაზე დიდი გარდერობი.
ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი საგარდერობე სივრცე, ხოლო მისი პატრონი კი ყოფილი მის–ტეხასი და იმხანად ბიზნესვუმენი, 52 წლის Theresa Roemer–ი გახლდათ. 300 კვ. მ–ის ფართობის მქონე სამსართულიან საგერდერობე სივრცეში 30 წლის მანძილზე ინახებოდა ფუფუნების ჩანთების კოლექცია, «Louboutin»–ის ფეხსაცმელები, კაბები და აქსესუარები, რომელთა საფასური 2 მილიონს აღემატებოდა.
ამა წლის აგვისტოში Theresa Roemer–ის გარდერობი გაქურდეს. როცა ქალბატონი და მისი ქმარი შინ არ იყვნენ, ქურდებმა აბაზანის ფანჯრიდან შინ შეაღწიეს და დიზაინერული სამოსი და აქსესუარები პირწმინდად წაიღეს, რასაც თან გააყოლეს მედალიონი, რომელსაც Roemer–ის გარდაცვლილი ვაჟის თმის ლოკონი ამშვენებდა. როგორც Theresa Roemer–მა განაცხადა, მას დაავიწყდა აბაზანის ფანჯრის დაკეტვა და სიგნალიზაციის ჩართვა. ძიება ჯერ კიდევ მსვლელობაშია, ხოლო დამნაშავეები კვლავაც თავისუფლად დასეირნობენ.

9. დინოზავრის ძვლები.
4 წლის წინ მსოფლიოს ახალი ამბები იტყობინებოდა, რომ ფლორიდის მკვიდრმა, ვინმე – Eric Prokopi–მ მონღოლეთიდან დინოზავრის ჩონჩხის ძვლები მოიპარა, რომლის ღირებულებაც 1 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. ქურდმა ძვლების აშშ–ში გაგზავნაც კი მოახერხა, თუმცა როცა იგი მათ გაყიდვას აუქციონზე ცდილობდა, Eric Prokopi დააკავეს. მართალია დინოზავრის ძვლები მონღოლეთში დააბრუნეს, მაგრამ ამ ისტორიიდან ყველაზე გასაოცარი ალბათ ისაა, რომ დამნაშავეს მხოლოდ 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

10. ვიოლინო Davidoff-Morini Stradivarius–ი.
ეს შემთხვევა ფედერალური ბიუროს საქმეთა იმ ტოპ–ათეულში მოხვდა, რომელიც ხელოვნების ნიმუშთა სფეროს ეხება. 1995 წლის ოქტომბერში ცნობილი მევიოლინე Erica Morini–ს სახლიდან მოიპარეს 1727 წელს სტრადივარიუსის მიერ დამზადებული ვიოლინო, რომლის საფასურიც 3.5 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ. დღემდე გაუგებარია ვინ, ან რისთვის მოიპარა ვიოლინო, რადგანაც მისი ოფოციალური გაყიდვა შეუძლებელია, ხოლო ამგვარი ანტიკვარიატისთვის შავი ბაზარი არ არსებობს. ქურდობის ფაქტს კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდის ის, რომ ქურდობისას 91 წლის Erica Morini შინ იყო და იგი თავდასხმისას გარდაიცვალა. Davidoff-Morini Stradivarius–ის ვიოლინოს ძარცვის საქმე ჯერაც არ გახსნილა.