მონა ლიზას თვალის გუგებში საიდუმლო ინიციალები აღმოაჩინეს
მონა ლიზას გუგებში ინიციალები აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, იმ ქალის სახელზე მიანიშნებს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტის მოდელი იყო. მიიჩნევა, რომ სურათზე მხატვარმა ლიზა ჰერარდინი გამოსახა, თუმცა ახალი კვლევის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა.
პროფესორ სილვანო ვინჩენტის განცხადებით, მონა ლიზას თვალებში ლათინური CE იკითხება. ვინჩენტი ასევე ამტკიცებს, რომ ტილოს უკანა მხარეს ციფრი 149 წერია, კიდევ ერთი ციფრი კი წაშლილია. ისტორიკოსის აზრით, რომელიც არ უნდა იყოს გადაშლილი ციფრი, რიცხვი სურათის შექმნის წელს მიანიშნებს.
ამგვარად, ვინჩენტი მივიდა დასკვნამდე, რომ და ვინჩიმ „მონა ლიზა“ 1490–იან წლებში დახატა და არა 1503 ან 1504–ში, როგორც გავრცელებული თეორია ამტკიცებს.
ვინჩენტი მიიჩნევს, რომ და ვინჩის მოდელი იყო ქალბატონი ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცის გარემოცვიდან, რომელიც მხატვარს მფარველობდა და იგი საკუთარ სამსახურში 1482 წელს აიყვანა.
ინიციალების CE–ს გარდა მკვლევარმა მონა ლიზას მეორე გუგაში ასოები LV ამოიკითხა, რომლებიც, როგორც ისტორიკოსი ვარაუდობს, ტილოს ავტორის ინიციალებია. მან სურათზე კიდევ ერთი გამოსახულება 72 (იგივე L2–ის კომბინაცია) აღმოაჩინა, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს.
ვინჩენტიმ ყველა თავისი აღმოჩენა სურათის ფრაგმენტების მნიშვნელოვანი გადიდების შედეგად გააკეთა, რადგან მის მიერ მიკვლეული ინიციალების შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია.
მანამდე სილვანო ვინჩენტიმ განაცხადა, რომ კარავაჯოს ცხედარი აღმოაჩინა. მან ასევე გახსნა დანტეს და პეტრარკას საფლავები. მკვლევარმა ლეონარდო და ვინჩის ცხედრის ეგსჰუმაციის პირობაც დადო.