ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა სავარაუდოდ ლიზა ზარანდიაა

ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა სავარაუდოდ ლიზა ზარანდიაა
გავრცელებული ინფორმაციით ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონა ლიზა ზარანდიაა.

ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლიზა ზარანდიას ცხედარი ახლობლებმა ექსპერტიზის მიერ გადარებულ ფოტომასალაზე საათით ამოიცნეს.

ლიზა ზარანდიას და 22 წლის ინდირა ზარანდია გარდაცვლილი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ივნისს ნახეს. ოჯახის ინფორმაციით, დები სტიქიის ღამეს თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით წავიდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი დაიკარგა.
სტატიის წყარო:newposts.ge