ისტორიაში, 10 ყველაზე ძვირადღირებული ძარცვა

ისტორიაში, 10 ყველაზე ძვირადღირებული ძარცვა
დღეისობით იშვიათია, მაგრამ მცირე რაოდენობით მაინც არსებობს ძარცვები, რომლის შედეგადაც მძარცველი რომელიმე კომპანიას ზარალს აყენებს. როგორც წესი მძარცველის დაკავება მალევე ხდება, რადგან ტექნოლოგიურად პოლიცია და მათი დეპარტამენტები განვითარებულია, რაც საშუალებას იძლევა დანაშაული მალე აღმოიფხვრას.

ძარცვების უმეტესი ნაწილი არც თუ ისე ძვირადღირებულია, როგორც წესი ნაძარცვი რამოდენიმე ათეულ ათასს შეიძლება შეადგენდეს. ან საერთოდ მხოლოდ რამოდენიმე ასეულს. მაგრამ ისტორიას ახსოვს ისეთი ძარცვებიც, რომლის შედეგადაც ასობით მილიონი და მილიარდიც კი მოუპარავთ, ზოგჯერ მძარცველები დაუკავებიათ, ზოგჯერ კი საერთოდ არ ცოდნიათ ვინ არის მძარცველი, რადგან ყველაფერი ეს მაღალ დონეზე იქნა ჩატარებული.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძარცვები დღეისობით იშვიათია, მაგრამ წარსულში ეს არც თუ ისე იშვიათი იყო.

1. ლუფთჰანზას ძარცვა
დავბრუნდეთ 1978 წლის, 11 დეკემბერს. ირანელმა განგსტერმა ჯიმი ბურქმა, რომელიც ერთ-ერთი კრიმინალური ოჯახიდან იყო, მიიღო დავალება, რომ გაეძარცვა აეროპორტი. მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა და აიღო აეროპორტი, რა დროსაც 261 ადამიანი დააყაჩაღეს და 6 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი გაიტანეს.

2. შესანიშნავი მატარებლის ძარცვა
1963 წლის აგვისტოს, ბრიუს რეინოლდსმა და მისმა განგსტერულმა დაჯგუფებამ გაძარცვა ინგლისში მიმავალი მატარებელი, რომლიდანაც 40 მილიონი ევროს ღირებულების სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი ამოიღეს.