თამამად ვსხლავ ჰორტენზიას შემოდგომაზე, რათა ადვილად გამოიზამთროს და უფრო ლამაზად გაიფურჩქნოს

თამამად ვსხლავ ჰორტენზიას შემოდგომაზე, რათა ადვილად გამოიზამთროს და უფრო ლამაზად გაიფურჩქნოს
ყვავილები ყველას უყვარს. რა ჯობია ეზოში ლამაზად გადაშლილ ყვავილების ბუჩქს? ამისათვის უნდა იცოდეთ მისი სწორად მოვლა. მაგალითად ჰორტენზიის გასხვლა. რა იცით ამის შესახებ? კითხვა არ არის რთული, მაგრამ მასზე პასუხი ბევრისთვის არ არის ცნობილი. პაპარაცი დღეს ამ ყველაფერს გასწავლით.

ყვავილი ძალიან პოპულარულია. ის ყველგან გვხვდება, მაგრამ მისი გამრავლების წესი მხოლოდ ერთეულებმა იციან.

ჰორტენზიის გასხვლა



ჰორტენზიის გამრავლების ხერხები
  1. თესლით

  2. კალმების დაფესვიანებით

  3. დიდი ბუჩქის დაყოფით

  4. დამყნობა



პირველი ვარიანტი არის თესლით გამრავლება და პრაქტიკაში ის არასდროს არ გამოიყენება. ასეთ დროს შანსი იმისა, რომ მიიღებთ ლამაზ, მოვლილ ბუჩქს, ძალიან ცოტაა. ყველაზე ხშირად ჰორტენზიას ამრავლებენ კალმებით. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია.

გასხვლის შესახებ

არსებობს მოსაზრება, რომ გასხვლა უმჯობესია გაზაფხულზე. ამ დროს მცენარე თავს ყველაზე კარგად გრძნობს და ამინდიც ხელს უწყობს. თუმცა, ადრე შემოდგომაზე, როცა ჰორტენზიის ყლორტები უკვე გაუხეშდა, გასხვლა აუცილებელიცაა.



გირჩევთ, ჰორტენზიის ტოტები, რომლების უკვე ქერქით დაიფარა, არ მოაჭრათ ბოლომდე. ასე მცენარე უფრო ძლიერი იქნება და მეტ ყვავილს გაიკეთებს.

ბუჩქიდან უნდა მოჭრათ ტოტი, დაახლოებით 15 სმ. და სამო კარგად განვითარებული წანაზარდით. სწორედ ეს არის იდეალური მასალა დასაკალმიანებლად.



შემდეგ აიღეთ ჭურჭელი, მგალითად, პლასტმასის წყლიანი გადაჭრილი ბოთლი. ჩადეთ დასაფესვიანებლად. შემდეგ მოამზადეთ ჩასარგავი ორმო. მის ძირზე ჩაყარეთ სადრენაჟო ფენა, დაახლოებით 5 სმ კერამზიტი და პატარა ქვები. შემდეგ კარგი, ხარისხიანი გრუნტი, რომელშიც დაბალანსებულია მჟავიანობა. აურიეთ ტორფი და ქვიშა 2:1.

ჩარგეთ 5 სმ სიღრმეზე და გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი სითბოსთვის. მიაქციეთ ყურადღება, რომ მცენარეს წყალი არ მიაკლდეს, მეტი არაფერი უნდა. დაახლოებით ერთ თვეში ნერგი წამოიზრდება და მზად იქნება.



მას რგავენ გაზაფხულის ბოლოს, რადგან ჭირდებათ სითბო და სიყვარული.

როგორ დავშალოთ ჰორტენზიის ბუჩქი


უნდა დაელოდოთ შემოდგომას. ამ დროს ჰორტენზიის ფოთლები ყვითლდება და ცვივა. სწორედ ეს გვჭირდება ჩვენც.


  1. ამოთხარეთ ბუჩქი მთლიანად და მაქსიმალურად ეცადეთ არ დააზიანოთ ფესვები.

  2. მოაშორეთ მიწა ფესვებს წყლით.

  3. დაანაწევრეთ ბუჩქი რამდენიმე ნაწილად. მოჭრილ ნაწილებზე დააყარეთ ნახშირი, ან წაუსვით ბრილიანტის მწვანე.

  4. ჩარგეთ იმავე სიღრმეზე, როგორც თავიდან იყო.




ჰორტენზია მებაღეების საყვარელი ყვავილია, რადგან იძლევა უხვ და საოცარ ყვავილებს. ადვილად მრავლდება და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. აქვს ულამაზესი ფერთა პალიტრა. თქვენ რა ფერის ჰორტენზია გინახავთ?
სტატიის ავტორი: თამარ მეფარიშვილი