იაჟუჟუნას (სამფერა ია) გამრავლების ვეგეტატიური მეთოდი
დიდ ინტერესს წარმოადგენს იაჟუჟუნას ჰიბრიდული ჯიშების გამრავლების ვეგეტატიური მეთოდი - მწვანე კალმებით ღია გრუნტში. ის ადვილია, ეფექტური და ამავდროულად ინარჩუნებს სახეობის სისუფთავეს, ზაფხულის განმავლობაში საშუალებას იძლევა, მივიღოთ დიდი ოდენობით სარგავი მასალა. გამოგადგებათ ყველა მწვანე ყლორტი 2-3 კვანძით. ამისათვის, დაჩრდილულ, ოდნავ ნესტიან ადგილებში ამზადებენ ოდნავ ამაღლებულ ნიადაგს და რწყავენ.
კალმები 0,5 სმ-ს სიღმეში უნდა დარგოთ მყარად, ისე, რომ ერთი კალმის ფოთოლი სხვებისას ეხებოდეს. კვადრატულ მეტრზე რგავენ 400 ცალს. შემდეგ ასხურებენ წყალს.
პირველ დღეებში, ჭკნობის თავიდან ასარიდებლად, ნარგავო წყალში დასველებული ქაღალდით უდნა დაფაროთ, უფრო ტენიანი ატმოსფერო შექმნათ, რაც ხელს უწყობს სწრაფ ზრდას. მოვლა შედგება ყოველდღიური მორწყვისგან და შესხურებისგან. 3-4 კვირის შემდეგ კალმები 95-100%-ით გაფესვიანდება. ნაადრევი დაკალმების დროს (მაისი, ივნისი) მცენარე ზაფხულში ან შემოდგომაზე ყვავილობს. უფრო გვიანი კი მომდევნო წლის გაზაფხულზე უხვ ყვავილობას იძლევა.
გაფესვიანებული კალმები უნდა გადარგოთ ბაღ-ბოსტანში ან საყვავილეებში შემოდგომაზე. გვიანი დაკალმების შემთხვევაში (აგვისტო) გაფესვიანებული მცენარე უმჯობესია დატოვოთ დაკალმების ადგილას გამოსაზამთრებლად, დააყარეთ ფოთლები. საყვავილეებში გადარგვა მომდევნო წლის გაზაფხულზე ხდება.
ეს მეთოდი მცენარის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს, რომლებიც 2-3წლის შემდეგ უხვი ყვავილობის გამო ზემდეტად იზრდება. ერთ ჯერზე თითო მცენარიდან შეგიძლიათ დაახლოებით 10 კალამი მოჭრათ, ზაფხულში კი 30-45.